LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც…-მეუფე საბა

აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც…-მეუფე საბა

დაპოსტა 2026/03/21-ში
A A
430
ნახვა
გაზიარება

ამ ტკივილიან და მწუხარე დღეებში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, სამღვდელო პირი თუ ღვთისგან განდგომილი ადამიანები, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს: „აბა, სად არის პატრიარქის ის პირობა, როდესაც მან ბრძანა,- მე უფალი მაშინ წამიყვანს ამ ქვეყნიდან, ვიდრე საქართველო არ გამთლიანდება და სამშვიდობოს არ გავა“. მე დავსვამ კითხვას: რა არის ეს თუ არა სამშვიდობოს გასვლა, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში. რა არის ეს თუ არა პირობა პატრიარქის, აწ უკვე აღსრულებული: „მე წაგიძღვებით თქვენ უფლისკენ მიმავალ გზაზე, მე არ მიგატოვებთ თქვენ არასდროს, ვიდრე უფალთან ერთობით არ განვისვენებთ სამუდამოდ მარადიულობაში,- ამის შესახებ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, პატრიარქს უნდოდა ბედნიერი საქართველო, უნდოდა უკეთესი საქართველო და ჩვენ ეს საქართველო მივიღეთ. მისივე თქმით, პატრიარქის აღზრდილი ქართველი ერი, ეკლესია, მას არასდროს უღალატებს.

„ვიზიარებ თითოეული თქვენგანის მწუხარებას, ტკივილს. ძალიან მძიმე დღეებია თითოეული ჩვენგანისთვის, სრულიად საქართველოსთვის და არ შევცდები თუ ვიტყვი – სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსთვის და არა მხოლოდ. ძალიან რთული იყო დღეს მსახურება, წირვის ჩატარება და პირველად მოგვიწია მსახურებაში ჩვენი ძვირფასი პატრიარქის, როგორც აწ უკვე გარდაცვლილის მოხსენიება. ძალიან გაჭირდა იმ სიტყვების თქმა, სადაც მწირველი ამბობს: „პირველად მოიხსენე უფალო უწმინდესი და უნეტარესი“ და დღეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ის ამ ლოცვაში ვერ მოვიხსენეთ და საერთოდ ყველა მსახურება, რომელსაც ჩვენ აღვავლენთ და ყოველი დღე, ვიდრე ერთი წელი შესრულდება, ყოველთვის იქნება პირველი პატრიარქის ხორციელად ჩვენს გვერდით ყოფნის გარეშე და ყოველი ეს დღე, ყოველი ეს ლოცვა, მსახურება, ყოველი ქმედება იქნება ძალიან რთული, ძალიან მძიმე, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი ნუგეშის მომცემი, რადგანაც პატრიარქი წავიდა ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, სადაც „მართალნი განისვენებენ”. ვის, თუ არა პატრიარქს, ბევრი მცდელობის მიუხედავად, შეეძლო ქართველი ერის გამთლიანება, ქართველი ერის ეკლესიის წიაღში მოქცევა. მე დღეს ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ვიტყვი ერთს – ამ ტკივილიან და მწუხარე დღეებში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, სამღვდელო პირი თუ ღვთისგან განდგომილი ადამიანები, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს: „აბა, სად არის პატრიარქის ის პირობა როდესაც მან ბრძანა,- მე უფალი მაშინ წამიყვანს ამ ქვეყნიდან, ვიდრე საქართველო არ გამთლიანდება და სამშვიდობოს არ გავა“. მე დავსვამ კითხვას, რა არის ეს თუ არა სამშვიდობოს გასვლა, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში., რა არის ეს თუ არა პირობა პატრიარქის, აწ უკვე აღსრულებული: „მე წაგიძღვებით თქვენ უფლისკენ მიმავალ გზაზე, მე არ მიგატოვებთ თქვენ არასდროს, ვიდრე უფალთან ერთობით არ განვისვენებთ სამუდამოდ მარადიულობაში“. ასე რომ, ძალიან ცდებიან ადამიანები, თუ ფიქრობს ვინმე, რომ პატრიარქმა, სიტყვა შეუსრულებელი დატოვა. პატრიარქი წაბრძანდა მისთვის ღირსეულად განკუთვნილ ადგილას, ზეციურ სასუფეველში და ჩვენ მივყავართ, ერი მიჰყავს. არა მხოლოდ ტაძარში მოიყვანა პატრიარქმა ერი, არამედ მიჰყავს იქ, სადაც უნდა წავიდეთ, იქ, სადაც ქართველი ერის, ქართველი ადამიანის, ყოველი ეკლესიის ღირსეული შვილის ადგილია. პატრიარქზე ძალიან რთულია – ჯერ აწმყოში გვიჭირდა მასზე საუბარი და დღეს ძალიან ძნელია ყველაფერი ერთ სიტყვაში ჩაატიო. პატრიარქს უნდოდა ბედნიერი საქართველო, უნდოდა უკეთესი საქართველო და ჩვენ ეს საქართველო მივიღეთ და მე ღრმად მწამს, რომ ეს არ დაიკარგება და მე მინდა თქვენთან ერთად ვუთხრა, თუმცა მიჭირს, მაგრამ მაინც, ჩვენს ტკბილ და უსაყვარლეს, ჩვენს პატრიარქს, რომ მისი აღზრდილი ქართველი ერი, ჩვენი ეკლესია, მას არასდროს უღალატებს. ვიქნებით იმაზე უკეთესები და ისეთები, როგორებიც მას სურდა. მე, როგორც ერთი ცოდვილი მღვდელმთავარი, ვაძლევ პირობას ჩემს და ჩვენს სიყვარულის პატრიარქს, აუცილებლად გავხდებით უკეთესები, აუცილებლად გავხდებით ისეთები, როგორიც მას სურდა და მან შეგვაძლებინა ამ დღეებში, რომ ასეთები ვიყოთ. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ამ ძალისხმევისთვის, ამ სიყვარულისთვის, ამ ერთგულებისთვის, ამ თავდადებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქი ძალიან ბედნიერია და თავაწეული მიდის სასუფეველში. ერთხელ გვითხრა პატრიარქმა მღვდელმთავრებს, – დღეს რომ წავიდეო, გული არ დამწყდება, იმიტომ, რომ თქვენ გტოვებთო. მართლაც, ყველამ აჩვენა, რომ შეიძლება პატრიარქს ბევრჯერ დავწყვიტეთ გული ამ ცხოვრებაში და ვერ გავუფრთხილდით, მაგრამ დღეს ნამდვილად აჩვენა ქართველმა ერმა, რომ ჩვენ პატრიარქს გულს არ დავწყვეტთ და არასდროს დავივიწყებთ მის არც ერთ სიტყვას, არაფერს ვამბობ მის დიდებულ სახელზე, ეს იქნება თითოეული ჩვენგანის გულში ოქროს ასოცებით ჩაწერილი. მადლობა თქვენ, ძვირფასო პატრიარქო და შენდობას გთხოვთ იმისთვის, რაც ვერ გაგიკეთეთ, რა ვერ შევასრულეთ, რა ვერ გავაკეთეთ, მაგრამ მისი ლოცვით, მწამს, რომ ის, რაც ვერ გავაკეთეთ, მომავალში გავაკეთებთ. ღვთის მადლით განისვენოს მისმა უკვდავმა, ძვირფასმა, ნეტარმა სულმა და მისი ლოცვით თითოეული თქვენგანი, ყოველი ქართველი, სრულიად საქართველო და ყველა ის ადამიანი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ შენატრის პატრიარქის ლოცვას, მისი ლოცვით ღმერთმა ყველა გააძლიეროს და აცხონოს, ზეციურ სასუფეველში დაამკვიდროს, როდესაც ამის დრო მოვა და რატომღაც მგონია და გავიმეორებ პატრიარქის სიტყვებს, რომ ეს მალე იქნება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“- განაცხადა მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ.

გაზიარება172

დაკავშირებული -პოსტები

იტალიაში დაკარგული ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
იტალიაში დაკარგული ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

იტალიაში დაკარგული ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს და წერს, რომ გოგა ბულიას ნეაპოლში ოჯახი და ახლობლები ეძებდნენ, პოლიციამ კი გარდაცვლილი იპოვა. ამ დროისთვის გარდაცვალების მიზეზისა და...

დაწვრილებითDetails

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და მათ ადვოკატებს სრულად ჰქონდათ წვდომა საქმის მასალებზე, ისინი სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებულნი მიმდინარე გამოძიების შესახებ. მათი თხოვნით ჩატარდა ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურის წინ მოვკვდები – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

პროკურატურის წინ მოვკვდები, იქ გავათენებ, ყოველ ორშაბათს იქ ვიქნები და იქ მოვკვდები, სანამ სამართალს არ მივაღწევ, - ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, პროკურატურაში შეხვედრაზე დაიბარეს

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში დაიბარეს. აღნიშნული ინფორმაცია თეონა თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. „დამირეკეს პროკურატურიდან და დამიბარეს დღეს 17 საათზე შეხვედრაზე. შეხვედრის შედეგებს მოგვიანებით გაცნობებთ“,- წერს თეონა...

დაწვრილებითDetails

გააქტიურდა თაღლითობის ახალი სქემა – გაფრთიხლება მოსახლეობას

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
გააქტიურდა თაღლითობის ახალი სქემა – გაფრთიხლება მოსახლეობას
მთავარი

“საზოგადოება და ბანკები“ საზოგადოებას თაღლითობის ახალი სქემის შესახებ აფრთხილებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ის ადამიანები, ვინც სხვადასხვა პლატფორმებზე ნივთებს ყიდიან, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ. “საზოგადოება და ბანკები“ დეტალურად განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

ვინ შემოიტანა მილიონ-ნახევარის ღირებულების მკვლელი ნარკოტიკი საქართველოში – სპეცოპერაციის დეტალები

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
ამოღებულია მილიონ ნახევარ ლარის ღირებულების 4 კილოგრამამდე „ალფა-პვპ“ – დაკავებულია ერთი პირი
მთავარი

საქართველოში დიდი ოდენობით მკვლელი ნარკოტიკი რუსეთიდან ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა - საუბარია 4 კგ-მდე ალფა პვპ-ზე. ტელეკომპანია "პირველის" ინფორმაციით თბილისში რუსეთის მოქალაქის დაკავების სპეცოპერაციის დეტალები ხდება ცნობილი. არსებული...

დაწვრილებითDetails

“ბოლო 2 დღეში, ენგურის ხიდი, 17-მა ბენზინმზიდმა, პოლიციის დაცვის ქვეშ გადაკვეთა” – მაია კალანდია

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
“ბოლო 2 დღეში, ენგურის ხიდი, 17-მა ბენზინმზიდმა, პოლიციის დაცვის ქვეშ გადაკვეთა” – მაია კალანდია
ეკონომიკა

მაია კალანდიას ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ენგურის ხიდი, 17-მა ბენზინმზიდმა, პოლიციის დაცვის ქვეშ გადაკვეთა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, "რუსების საწვავით მომარაგების საქველმოქმედო-ჰუმანიტარული პროგრამა წარმატებით გრძელდება". ამასობაში,...

დაწვრილებითDetails

გორში ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
გორში ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა
მთავარი

გორში ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის ანა და მართა ბერიანიძეების გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა, "40 დღე უთქვენოდ ჩემო ანგელოზო რლგორი ლამაზი ზარ მართა უფალს ებარენოდეთროგორ გამიჭირდა ღქვენი ამ გაყინულ ქვაზე დანახვა" - წერს...

დაწვრილებითDetails

GAUMARJOS SAKARTVELOS – უკრაინის საელჩოს მადლობა ქართველ მებრძოლებს და საზოგადოებას

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
GAUMARJOS SAKARTVELOS – უკრაინის საელჩოს მადლობა ქართველ მებრძოლებს და საზოგადოებას
მთავარი

24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, დმიტრო ბერეჟნი ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და ქართველ ხალხს თანადგომისთვის მადლობას უხდის. დიპლომატი განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და ქედს იხრის იმ...

დაწვრილებითDetails

უკრაინამ “მაშა და დათვის“ შემქმნელები დაასანქცირა

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
უკრაინამ “მაშა და დათვის“ შემქმნელები დაასანქცირა
მთავარი

რუსული ანიმაციური სერიალის “მაშა და დათვის“ შემქმნელებს უკრაინამ სანქციები დაუწესა. ისინი მიიჩნევს, რომ „საბავშვო კონტენტად შენიღბული სერიალი ავრცელებს პრორუსულ ნარატივებს“, რაც სახიფათოა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 20 აგვისტოს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"