LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,ივანიშვილი და მისი გუნდი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას” – სააკაშვილი

პატრიარქმა ბოლო წლებში გაატარა იმ კაცის კონტროლის ქვეშ, რომელსაც ის მთელი გულით ეზიზღებოდა- სააკაშვილი

დაპოსტა 2026/03/20-ში
A A
755
ნახვა
გაზიარება
მიხეილ სააკაშვილი პატრიარქის გარდაცვალებას ვრცელი პოსტით ეხმაურება:

პატრიარქმა ბოლო წლებში გაატარა იმ კაცის კონტროლის ქვეშ, რომელსაც ის მთელი გულით ეზიზღებოდა.

როდესაც ივანიშვილი პირველად გავიცანი 2004 წელს (ის შევარდნაძის დროს დამკვიდრდა საქართველოში, ვარდების რევოლუციამდე ჰქონდა უკვე მოქალაქეობა, ორი რეზიდენცია და ტელეარხი) ჩვენი საუბრის პირველი 20 წუთი გაატარა პატრიარქის უშველი სიტყვებით ლანძღვაში.
მას აკვიატებული ჰქონდა ისტორია იმაზე, თუ როგორ გადაახდევინა პატრიარქმა ორჯერ სამების ჯვრის ფასი, „ქურდი“ იყო ყველაზე რბილი სიტყვა რომლითაც ის ილია II-ს მოიხსენიებდა.
ტენდენცია გაგრძელდა ჩვენს შემდეგ შემდგარ რამდენიმე შეხვედრაზე (სულ 5-ჯერ ვარ შეხვედრილი) განსაკუთრებით იქცევდა ყურადღებას თუ როგორი განსაკუთრებული მგზნებარებით აძაგებდა პატრიარქს.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის პატრიარქს შენობით ელაპარაკებოდა და არასდროს იცავდა პატივისცემის ელემენტარულ პროტოკოლს. მაშინ ვერ ვხსნიდი პატრიარქზე ესეთ გართულებას, ახლა კი ვხვდები, რომ ივანიშვილი საერთოდ ვერ იტანს ქვეყანაში ვინმე ავტორიტეტის არსებობას, მას ძალიან შურდა პატრიარქის და მუდმივად შურდა ჩემი. სწორედ ამიტომ ათრევინა ჩემი თავი და მერე ეს ტელევიზიით გაუშვა.
ოლიგარქი გეგმაზომიერად დაკავდა საპატრიარქოს ძირის გამოთხრით, შექმნა შიდა სკანდალები, ჩამოაშორა პატრიარქს ერთგული ხალხი, გამოაგდო სუსი კრებსები, რამაც ძალიან გამოუთხარა ძირი ეკლესიის ავტორიტეტს.
2024-ში მოითხოვა ეკლესიის ოფიციალური დამორჩილება მისი რეჟიმისთვის (რაც ილია II-ის სიცოცხლეში მაინც ვერ გაიტანა) შემოარტყა პატრიარქს პირდაპირ რუსეთის სპეცსამსახურების და სუს-ის დაქვემდებარებაში მყოფი ხალხი, რომლებმაც ნამდვილ ალყაში მოაქციეს ილია II და ალბათ კიდევ გაირკვევა თუ რა საშუალებებს იყენებდნენ კონტროლისთვის.
ამაში პირდაპირ დარწმუნდა დედაჩემი, მაშინ როცა მოწამვლის შემდეგ სიკვდილის პირას ვიყავი, გიულიმ პატრიარქს მისი ახლო ნათესავის მეშვეობით სთხოვა შეხვედრა. ის მიიწვიეს საპატრიარქოში, სადაც პატრიარქის გარდა ყვავ-ყორნებივით ჩამომჯდარი დახვდნენ რეჟიმის დაქვემდებარებაში მყოფი მეუფეები და სხვა პირები. რამდენი რამის თქმა დააპირა პატრიარქმა, ეგრევე ჩაეჭრნენ და გააწყვეტინეს, უკიდურეს არაკეთილგანწყობილებას გამოხატავდნენ გიულის მიმართ.
ერთადერთი რაც მოახერხა ილია II-მ დედაჩემს თვალებში შეხედა და უთხრა „ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნებაო“ და აი ზუსტად აქ ისედაც ხანმოკლე შეხვედრა გააწყვეტინეს და გიული გამოაბუნძულეს.
გული მერევა ისეთ ფარისევლობას რომ ვხედავ ამ დღეებში დიქტატურის მსახურების მხრიდან (რომელთა უმრავლესობას ნამდვილად არაფერი სწამს). ერთია რას ამბობენ და მეორე რას აკეთებენ. და აკეთებენ იმას რომ გარდაცვალებიდან 1 საათში სუს-ში შექმნეს სპეციალური შტაბი რუსეთთან შეთანხმებული კანდიდატურის პატრიარქად დასანიშნად. გადაინაწილეს მეუფეები დასამუშავებლად, სოლოლაკიდან გამოიგზავნა ფული, მუშაობენ ფულით და კომპრომატებით.

ამ ახალი „პატრიარქის“ ამოცანა ის კი არ იქნება რომ ეკლესია „ოცნებას“ დაეხმაროს მართვაში. ქოცებს საერთოდ არ სჭირდებათ ხელისუფლების სხვა ცენტრი. ივანიშვილს სურს თავისი სანუკვარი ოცნების ასრულება, ჯერ ეკლესიის სახელმწიფო უწყებად გამოცხადება და შემდეგ საერთოდ განადგურება. ილია II-ის არყოფნის სიტუაციაში ეს არც ისე რთული ამოცანაა, უპატრონო ეკლესიას საბოლოოდ ეუფლებიან ეშმაკები.

გაზიარება302

დაკავშირებული -პოსტები

თბილისში ბავშვს დენმა დაარტყა

by მეგა TV
ივნისი 21, 2026
0
თბილისში ბავშვს დენმა დაარტყა
მთავარი

თბილისში, ნაძალადევის რაიონში ბავშვს დენმა დაარტყა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მეორე ძმობის ქუჩაზე მოხდა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტოთაა შემოსაზღვრული. ამ ეტაპზე უცნობია დაშავებულის მდგომარეობა.

დაწვრილებითDetails

მგზავრი, რომელიც დიდუბის მეტროში, ლიანდაგში ჩავარდა, გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 21, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მგზავრი, რომელიც დიდუბის მეტროში, ლიანდაგში ჩავარდა, გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი. უცნობია, რა ვითარებაში მოხდა შემთხვევა. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ მეტროსადგურ...

დაწვრილებითDetails

მეტროსადგურ „დიდუბის” ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა

by მეგა TV
ივნისი 21, 2026
0
რა ხდება ამ წუთებში მეტროს საბურთალოს ხაზზე
მთავარი

მეტროსადგურ „დიდუბის” ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ახმეტელი-სადგურის მოედნის მონაკვთზე მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია. კომპანიის ცნობით, მეტრო მგზავრებს მხოლოდ "სადგურის მოედანი"- მეტროსადგურ "ვარკეთილის" მონაკვეთში ემსახურება. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ძღო­ლი, რომ­ლის სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა­საც რკი­ნის კონ­სტრუქ­ცია დე­ა­ცა, და­ი­ღუ­პა

by მეგა TV
ივნისი 21, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ძღო­ლი, რომ­ლის სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა­საც რკი­ნის კონ­სტრუქ­ცია დე­ა­ცა, და­ი­ღუ­პა. ინფორმაციას  შსს-ში ადასტურებენ. უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა. თბი­ლის­ში დი­დუ­ბე­ში, რკი­ნა-ბე­ტო­ნის კონ­სტრუქ­ცია, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბილს გა­დაჰ­ქონ­და, გად­მოც­ვივ­და და მის­სა­ვე კა­ბი­ნას და­ე­ცა. ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ავარია მოხდა

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

მეგა ტვ -ის ინფორმაციით ქუთაისში რუსთაველის ხიდთან ავარია მოხდა. ერთმანეთს  ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთი მანქანა ტაქსია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული.

დაწვრილებითDetails

მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი – იმერეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი – იმერეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა
მთავარი

სამტრედიაში, სოფელ იანეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა. როგორც თვითმხილველი "მეგა ტვ"-ს უყვება შემთხვევა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მოხდა. მისივე თქმით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. "მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი, ალბათ...

დაწვრილებითDetails

მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა – ტრაგედია ბრიტანეთში

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა – ტრაგედია ბრიტანეთში
მთავარი

ბრიტანეთის ქალაქ ბედფორდის მიმდებარედ ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი მემანქანე დაიღუპა, ხოლო 89 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. აღმოსავლეთ...

დაწვრილებითDetails

გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
„დიდი ამბები იქნება, გაიგებთ, რომ ის არ მომკვდარა! ის ცოცხალია!…“ – გოგა მანია
მთავარი

ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს: „19.06.2026 წლის ჩანაწერი - ახალი წინასწარმეტყველება;  ეს არის მცირე ჩამონათვალი, ჩემი ჩანაწერებიდან და ყოველთვის ინახება ის საგულდაგულოდ დაცულ ადგილას. ჩემი ხილვების 100-დან...

დაწვრილებითDetails

“2026 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა” – საქსტატი

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი
ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2026 წლის პირველი კვარტლის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 24 774.6 მლნ....

დაწვრილებითDetails

რეგულაცია, რომელიც ივლისიდან ამოქმედდება

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
რეგულაცია, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
მთავარი

პირველი ივლისიდან მილიონ ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ეს შეზღუდვა ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ. ახალი რეგულაცია არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ –...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"