საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას გამოეხმაურა ქართველი პოეტი ბესიკ ხარანაული, რომელმაც პატრიარქს ლექსი მიუძღვნა:
ვაი, მზევ, ამომავალო,
აღარ ფერი გდევსო,
ვინაც შენთვის იღვიძებდა,მკვდარი წინ გიწევსო.
ვაი, შენაც, საქართველო,
რაღა შენი დღეო,
ვინაც შენთვის იღვიძებდა,
მკვდარი წინ გიწევო.
ნიავღვარი ჩაგვდიოდა,
ხიდი გაგვიდეო,
ვინაც ჩვენთვის ილოცავდი,
მკვდარი წინ გვიწევო.










