LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“გარე და შიდა მტრებმა ვერ გადაგვჩეხეს მორიგ უბედურებაში” – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია კათალიკოს-პატრიარქზე

“გარე და შიდა მტრებმა ვერ გადაგვჩეხეს მორიგ უბედურებაში” – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია კათალიკოს-პატრიარქზე

დაპოსტა 2026/03/18-ში
A A
790
ნახვა
გაზიარება
ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურედია პატრიარქის გარდაცვალებას ეხმაურება.
უცვლელად გთავაზობთ ტექსტს:
პატრიარქი პირველად მამაჩემის გადასახლებიდან დაბრუნებამდე ვნახე, სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც იგი წირავდა – ახალგაზრდა, მადლმოსილი გარეგნობის ქრისტიანი მწყემსმთავარი. იმჟამად გაგონილი მქონდა, რომ ზვიადი და მისი მომხრეები ყველანაირად უჭერდნენ მხარს ცხუმ-აფხაზეთის ახალგაზრდა მიტროპოლიტს, ილია შიოლაშვილს და წინააღმდეგნი იყვნენ მისი კონკურენტის პატრიარქობისა. მერაბ კოსტავამ მას უძღვნა საპატიმროში დაწერილი თავისი ვრცელი ლექსი “ღირს მამა დავითს”.
როდესაც მამაჩემი დაბრუნდა გადასახლებიდან 1980 წელს, მასთან ერთად ვესწრებოდი ყველა წირვას; იმჟამად ჩართულნი ვიყავით ეკლესიის საიდუმლოებში, ზეთს ვიცხებდით პატრიარქის ხელიდან. სიონის საკათედრო ტაძარი იმავდროულად გახდა ერთგვარი იატაკქვეშა კოხტასთავის შეთქმულების ადგილი, სადაც იკრიბებოდნენ პატრიოტები და დისიდენტი ინტელექტუალები, ისინი, ვისაც არ ეშინოდათ ციხის და გადასახლების, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა.
გვახსოვს, როგორ იწყებდა ქართული ეკლესია თავის აღმავლობას 1977 წლიდან. სულ რაღაც 50-მდე მოქმედი ტაძარი, 70-მდე მღვდელმსახური მთელს საქართველოში. ყველგან შეზღუდვა, შევიწროვება, ათეიზმი, კომუნისტური იდეოლოგია, კგბ-სუკის თვალთვალი და კონტროლი; სხვისი დროშები და სხვისი ისტორია, სუვერენიტეტი ცხადია, იმაზე მეტი, ვიდრე ცარიზმის დროს იყო, მაგრამ მაინც ძალიან შეზღუდული. პატრიარქის დიდი მეცადინეობით ეკლესია ამ წლებში გაიზარდა, წარმოიქმნა დიდი სინერგია ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობისა და ეკლესიისა; როდესაც „ზღვა საგუბარის კედელი“ დაიბზარა და დამხობა იწყო, გაიხსნა ახალი ტაძრები, ეკურთხა ბევრი სამღვდელო პირი. მახსოვს, ჯერ კიდევ საბჭოთა რესპუბლიკაში როგორ მატულობდა ხალხი აღგომის ღამეს – ლიტანიობაზე, მორწმუნეთა რაოდენობა ყოველ წელს მეტი და მეტი ხდებოდა.
აჰა, გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ქვეყანამ უმძიმეს ქარტეხილებში გამოიარა. როდესაც 14 წლიანი ემიგრაციიდან სამშობლოში დავბრუნდი, მიმიღო კათოლიკოს-პატრიარქმა თავის რეზიდენციაში, დიდხანს ვისაუბრეთ, შემდეგ ღიად გამოხატა ჩემდამი მხარდაჭერა ტელევიზიებთან. დაუვიწყარია მისი საჭირო და დროული მედიატორობა 2007-2009 წლის ანტისახელისუფლებო პროტესტის მიმდინარეობისას, სადაც მან უაღრესად პოზიტიური როლი შეასრულა და დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ არ დაიღვარა სისხლი: გარე და შიდა მტრებმა ვერ გადაგვჩეხეს მორიგ უბედურებაში. არ დავკლებივარ პრაქტიულად არც ერთ შეხვედრას იმდროინდელ ოპოზიციასთან, რომელიც საპატრიარქოში მისი ინიციატივით გამართულა, სადაც მიზანი ხელისუფლებასთან მოლაპარაკება იყო. ხოლო როდესაც ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევების შემდეგ, მან მიმიღო და დიდხანს ვისაუბრეთ – ეს იყო მისი მხრიდან ნუგეშისცემა და მხარდაჭერა.
როდესაც გროზნოში ზვიადის დაკარგული საფლავი მოიძიეს და მისი ნეშტი სვეტიცხოველში იქნა დასვენებული, კათალიკოს-პატრიარქმა პირადად აუგო წესი. დაკრძალვისას ამოვიდა მთაწმინდის პანთეონშიც, ლოცვები წაიკითხა მიწით ახლადდაფარულ საფლავთან. როდესაც წინა ხელისუფლების დროს ცოტნე პირველად დააპატიმრეს, მახსოვს, გულთან როგორ ახლოს მიიტანა, პირდაპირ ჩაერთო და მოხერხდა ცოტნეს გამოხსნა საპატიმროდან. როდესაც იგი მეორეჯერ დააპატიმრეს, არც ამჯერად დაუკლია მცდელობა პატრიარქს. ამ ბოლო დროსაც სწუხდა, განიცდიდა ცოტნეს მძიმე მდგომარეობის გამო.
48 წლიანი ეპოქა დასრულდა, მისი მოღვაწეობა განაწილებულია მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებში, თითქმის თანაბრად. იგი მონუმენტური პანოსავითაა, რომელზეც კარგად მოჩანს დასრულებული თუ დაუსრულებელი შტრიხები. მალე შეემატება საქართველოს მღვდელმთავართა და მეფეთა საძვლეს საფლავი მისი, ვინც ამდენი განსხვავებული შეხედულების და სულისკვეთების, პოლიტიკური გემოვნების და აღმსარებლობის ადამიანს უყვარდა. ხშირად მსმენია მისგან, მომიტევეთ, თუ რამეში არასწორი ვიყავიო. მიუტევოს უფალმა მასაც და ჩვენც. მოიხსენოს უფალმა ღმერთმა სასუფეველსა თვისსა, ჩემი სამძიმარი საქართველოს მართლმადიდებელი, სამოციქულო ეკლესიის სულიერ შვილებს. – წერს კონსტანტინე გამსახურდია .
გაზიარება316

დაკავშირებული -პოსტები

იტალიაში დაკარგული ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
იტალიაში დაკარგული ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

იტალიაში დაკარგული ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს და წერს, რომ გოგა ბულიას ნეაპოლში ოჯახი და ახლობლები ეძებდნენ, პოლიციამ კი გარდაცვლილი იპოვა. ამ დროისთვის გარდაცვალების მიზეზისა და...

დაწვრილებითDetails

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და მათ ადვოკატებს სრულად ჰქონდათ წვდომა საქმის მასალებზე, ისინი სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებულნი მიმდინარე გამოძიების შესახებ. მათი თხოვნით ჩატარდა ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურის წინ მოვკვდები – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

პროკურატურის წინ მოვკვდები, იქ გავათენებ, ყოველ ორშაბათს იქ ვიქნები და იქ მოვკვდები, სანამ სამართალს არ მივაღწევ, - ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, პროკურატურაში შეხვედრაზე დაიბარეს

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში დაიბარეს. აღნიშნული ინფორმაცია თეონა თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. „დამირეკეს პროკურატურიდან და დამიბარეს დღეს 17 საათზე შეხვედრაზე. შეხვედრის შედეგებს მოგვიანებით გაცნობებთ“,- წერს თეონა...

დაწვრილებითDetails

გააქტიურდა თაღლითობის ახალი სქემა – გაფრთიხლება მოსახლეობას

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
გააქტიურდა თაღლითობის ახალი სქემა – გაფრთიხლება მოსახლეობას
მთავარი

“საზოგადოება და ბანკები“ საზოგადოებას თაღლითობის ახალი სქემის შესახებ აფრთხილებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ის ადამიანები, ვინც სხვადასხვა პლატფორმებზე ნივთებს ყიდიან, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ. “საზოგადოება და ბანკები“ დეტალურად განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

ვინ შემოიტანა მილიონ-ნახევარის ღირებულების მკვლელი ნარკოტიკი საქართველოში – სპეცოპერაციის დეტალები

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
ამოღებულია მილიონ ნახევარ ლარის ღირებულების 4 კილოგრამამდე „ალფა-პვპ“ – დაკავებულია ერთი პირი
მთავარი

საქართველოში დიდი ოდენობით მკვლელი ნარკოტიკი რუსეთიდან ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა - საუბარია 4 კგ-მდე ალფა პვპ-ზე. ტელეკომპანია "პირველის" ინფორმაციით თბილისში რუსეთის მოქალაქის დაკავების სპეცოპერაციის დეტალები ხდება ცნობილი. არსებული...

დაწვრილებითDetails

“ბოლო 2 დღეში, ენგურის ხიდი, 17-მა ბენზინმზიდმა, პოლიციის დაცვის ქვეშ გადაკვეთა” – მაია კალანდია

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
“ბოლო 2 დღეში, ენგურის ხიდი, 17-მა ბენზინმზიდმა, პოლიციის დაცვის ქვეშ გადაკვეთა” – მაია კალანდია
ეკონომიკა

მაია კალანდიას ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ენგურის ხიდი, 17-მა ბენზინმზიდმა, პოლიციის დაცვის ქვეშ გადაკვეთა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, "რუსების საწვავით მომარაგების საქველმოქმედო-ჰუმანიტარული პროგრამა წარმატებით გრძელდება". ამასობაში,...

დაწვრილებითDetails

გორში ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
გორში ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა
მთავარი

გორში ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის ანა და მართა ბერიანიძეების გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა, "40 დღე უთქვენოდ ჩემო ანგელოზო რლგორი ლამაზი ზარ მართა უფალს ებარენოდეთროგორ გამიჭირდა ღქვენი ამ გაყინულ ქვაზე დანახვა" - წერს...

დაწვრილებითDetails

GAUMARJOS SAKARTVELOS – უკრაინის საელჩოს მადლობა ქართველ მებრძოლებს და საზოგადოებას

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
GAUMARJOS SAKARTVELOS – უკრაინის საელჩოს მადლობა ქართველ მებრძოლებს და საზოგადოებას
მთავარი

24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, დმიტრო ბერეჟნი ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და ქართველ ხალხს თანადგომისთვის მადლობას უხდის. დიპლომატი განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და ქედს იხრის იმ...

დაწვრილებითDetails

უკრაინამ “მაშა და დათვის“ შემქმნელები დაასანქცირა

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
უკრაინამ “მაშა და დათვის“ შემქმნელები დაასანქცირა
მთავარი

რუსული ანიმაციური სერიალის “მაშა და დათვის“ შემქმნელებს უკრაინამ სანქციები დაუწესა. ისინი მიიჩნევს, რომ „საბავშვო კონტენტად შენიღბული სერიალი ავრცელებს პრორუსულ ნარატივებს“, რაც სახიფათოა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 20 აგვისტოს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"