LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ ” – რუსეთის პატრიარქი

“სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ ” – რუსეთის პატრიარქი

დაპოსტა 2026/03/18-ში
A A
23
ნახვა
გაზიარება

რუსეთის პატრიარქი, კირილე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი. სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მძიმე დანაკლისის გამო“, – ნათქვამია რუსეთის პატრიარქის წერილში.

რუსეთის პატრიარქი წერს, რომ „ყოვლისშემძლე უფალმა ძველი ივერიის ეკლესიას პატრიარქი უბოძა, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე მის კეთილდღეობაზე დაუღალავ ზრუნვას მიუძღვნა“.

„უწმინდესისა და უნეტარესის, ილიას თითქმის ორმოცდაათწლიანი პატრიარქობა ქართული ეკლესიისა და მთელ მართლმადიდებლურ ცხოვრებაში ეპოქის აღმნიშვნელი გახდა. თავისი მორჩილი მსახურებითა და განსჯის უნიკალური ნიჭით, მან განსაკუთრებული ავტორიტეტი და ღრმა პატივისცემა არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც მოიპოვა. როგორც უამრავი ბავშვის ნათლია, ის ღვთისმოსავი ქართველი ხალხის ნამდვილი სულიერი მამა გახდა“, – წერს პატრიარქი კირილე.

რუსეთის პატრიარქი კირილე აღნიშნავს, რომ კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ტრადიციულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

„მოსკოვის სასულიერო სასწავლებლებში განათლება მიღებულმა, სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა სიყვარული წმინდა სერგეისა და მისი სავანის მიმართ და მას ქრისტეს კურთხევით ჩვენი ხალხების სულიერი ერთობის შენარჩუნება აუცილებლობად მიაჩნდა. მართლმადიდებელ წინამძღვართა შორის უხუცესმა, მან თავისი ბრძნული სიტყვით, გამოცდილებით, ღრმა ეკლესიური ცხოვრებითა და მაღალი ავტორიტეტით ეკლესიებში მშვიდობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. პირადად ჩვენ ძალიან თბილი და ნდობის სავსე ურთიერთობა გვქონდა, რაც საშუალებას გვაძლევდა გაგვეცვალა აზრები და ობიექტურად შეგვეფასებინა საბჭოთა კავშირში საეკლესიო და სახელმწიფო ურთიერთობების განვითარება. ეს ნდობა გვეხმარებოდა, რომ ერთად გვემუშავა, რათა შემემსუბუქებინა უღვთო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ტვირთი და ჩვენს მაშინდელ ერთიან ქვეყანაში მართლმადიდებლური ეკლესიების მდგომარეობა გაგვეუმჯობესებინა. დაე, უფალმა იესო ქრისტემ ზეციურ სავანეში დაამკვიდროს თავისი ერთგული მსახურის სული“, – აცხადებს რუსეთის პატრიარქი.

გაზიარება9

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი 19 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7189 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7223 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0034...

დაწვრილებითDetails

„საქართველოში დაახლოებით, 7 500 მეწყერსაშიში ადგილია “- სანდრო თვალჭრელიძე

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
„საქართველოში დაახლოებით, 7 500 მეწყერსაშიში ადგილია “- სანდრო თვალჭრელიძე
მთავარი

„ეს მეწყერი ადამიანურმა ფაქტორმა გამოიწვია“ - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გეოლოგი და ანალიტიკოსი სანდრო თვალჭრელიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში დაწყებულ მეწყრულ პროცესებს. მისი თქმით, პროცესი ქვის კარიერებმა გამოიწვია, რომლებიც სოფლის...

დაწვრილებითDetails

ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება – რა ღირს ერთი გრამი საქართველოში

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 988 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.29%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რაც...

დაწვრილებითDetails

უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს
მთავარი

უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აღნიშნავს. როგორც...

დაწვრილებითDetails

სინოდის სხდომაზე ჩემი წინადადება იქნება პატრიარქი სამებაში დაკრძალონ – მეუფე ანტონი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
სინოდის სხდომაზე ჩემი წინადადება იქნება პატრიარქი სამებაში დაკრძალონ – მეუფე ანტონი
მთავარი

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი საპატრიარქოში მივიდა - როგორც მაღალმა იერარქმა მედიასთან განაცხადა, მისი წინადადება სინოდის სხდომაზე იქნება, რომ პატრიარქსი სამებაში დაკრძალონ. მე თუ მკითხავენ, ვფიქრობ, რომ სამება მისი...

დაწვრილებითDetails

42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

ზუგდიდში მოკლულ ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულ ნათია ხაჩატურიანს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს - გადაწყვეტილება ზუგდიდის რაინულმა სასამართლომ მიიღო. გადაწყვეტილებას ადგილზე ხმაური მოჰყვა. წყარო: ტვ პირველი

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის დეტალებზე იმსჯელებენ. დაზუსტდება, როდის და სად დაიკრძალება ილია მეორე. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ილია მეორეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. საპატრიარქოს მიმდებარე...

დაწვრილებითDetails

უზარმაზარი ეპოქა დასრულდა, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება – ყველას გთხოვთ, ვისაც კი უწმინდესისთვის აუგი გითქვამთ, შენდობა ითხოვეთ – მამა შალვა კეკელია

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
“გვაგინებენ, ქვეყნის მტრებს და რუსეთის მომხრეებს გვეძახიან, რუსოფილები ხართ თქვენ ვინც ამას ლაპარაკობთ”- მამა შალვა
მთავარი

უზარმაზარი ეპოქა დასრულდა მის უწმინდესობასთან ერთად, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება - ყველას გთხოვთ, ვისაც კი მისთვის აუგი გითქვამთ, ცუდი გითქვამთ, შენდობა ითხოვეთ. ეს თქვენ გჭირდებათ, უწმინდესს არ სჭირდება არც შენდობა,...

დაწვრილებითDetails

პატრიარქის სიბრძნე და მამობრივი სიყვარული ყველას ძალიან დაგვაკლდება – მიხეილ ყაველაშვილი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
“2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს”-მიხეილ ყაველაშვილი
მთავარი

"უანგაროდ ზრუნავდა საქართველოზე და ჩვენი ხალხისთვის მტკიცე საყრდენადაც იქცა. პატრიარქის სიბრძნე და მამობრივი სიყვარული ყველას ძალიან დაგვაკლდება" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მიხეილ ყაველაშვილი წერს და ილია მეორის გარდაცვალების გამო...

დაწვრილებითDetails

” ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი” – ბიძინა ივანიშვილი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
” ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი” – ბიძინა ივანიშვილი
მთავარი

უნეტარესის სახით ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი, სულიერი მამა, რომელიც ურთულეს დროსაც კი იმედს უნერგავდა და აერთიანებდა ჩვენს ხალხს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"