მსოფლიოში ოქროს ფასმა იკლო. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 998 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.41%-ით კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 79.36 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 1.36%-ით შემცირებული ფასია.
ოქრო გაიაფდა საქართველოშიც. სხვაობა გასულ კვირასთან შედარებით თითქმის 10-ლარიან კლებას წარმოადგენს. უფრო კონკრეტულად კი, 1 გრამი 999 სინჯის ფასი 455 ლარია, 750-სინჯიანი – 341 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 266 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.
რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 8.08 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 6.46 ლარად არის შესაძლებელი.










