ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდგინდა, საშუალო სიმძიმისაა.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ამ პაციენტს დამადასტურებელი კვლევები განმეორებით ჩაუტარდება.
„ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით, გამოხატული კლინიკით ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. დღეს ჩაუტარდება მას დამადასტურებელი კვლევები კიდევ განმეორებით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, ჯამში, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსი 34 ადამიანს დაუდგინდა, საიდანაც ერთი უკვე გამოჯანმრთელდა.