რუსთავში 2 არასრულწლოვანი დაჭრეს – ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევას წინ არასრულწლოვანებს შორის კამათი უძღოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპირისპირება 22-ე სკოლის ეზოს ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. დაჭრილები “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს, არასრულწლოვანებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მთავარს შსს-ში უთხრეს, რომ შემთხვევა 1 კვირის წინ მოხდა, გამოძიება კი 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
“მამუკა მდინარაძე ცდილობს ჩრდილიდან გამოსვლას, მას დაუნიშნეს ასინეთა, თუმცა ახლა შინაპატიმრობიდან ათავისუფლებენ და ცდილობს ორი კაპიკი იშოვოს, იმიტომ, რომ ეს ორი კაპიკიც ბიძინა ივანიშვილთან ექნება მისატანი”- ლაშა ფარულავა
მამუკა მდინარაძე ცდილობს ჩრდილიდან გამოსვლას, მას დაუნიშნეს ასინეთა, თუმცა ახლა ნებართვა აიღო, შინაპატიმრობიდან ათავისუფლებენ. შექმნა საკონსულტაციო კომპანია და ცდილობს ორი კაპიკი იშოვოს, იმიტომ, რომ ეს ორი კაპიკიც ბიძინა ივანიშვილთან ექნება...










