LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ის რაც ენმ_ს ქვეყნისთვის სურდათ,თავად დაემართათ_დავით მათიკაშვილი

“არაპროფესიონალი, უვიცი ადამიანები საუბრობენ, რა ხდება საქართველოში ” – დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტში დებატებზე

დაპოსტა 2026/03/12-ში
A A
9
ნახვა
გაზიარება

აბსოლუტურად არაპროფესიონალი, უვიცი, საქმეში გაურკვეველი ადამიანები საუბრობენ იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში – ეს ყველაფერი საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმაა და მეტი არაფერი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, რეალურად, ეს იყო „თითიდან გამოწოვილი და შეთითხნილი“ თავდასხმა ქართველ ხალხზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ კვლავ მოისმინა და ამაში ახალი არაფერია.

მათიკაშვილის თქმით, დებატებზე მოისმინეს საღი აზრიც, „რომელიც სულ უფრო მეტად ხმამაღლა ჟღერს ევროპარლამენტში“.

„რეალურად, რა ინტერესი ჰქონდა იმ სამარცხვინო რეზოლუციის ტექსტს, კარგად გამოჩნდა ცარიელი დარბაზიდან, სადაც აბსოლუტურად არავინ იყო. 2 თუ 3 დეპუტატი ესწრებოდა ამ სხდომას. რეალურად, ეს იყო თითიდან გამოწოვილი და შეთითხნილი თავდასხმა ქართველ ხალხზე, რომელიც კვლავ მოისმინა ჩვენმა ქვეყანამ. ამაში ახალი არაფერია.

ჩვენ გვახსოვს მოდელირებული ქრონიკა, რომელიც მიტაცებული „იმედის“ ეთერით თავის დროზე იხილა საზოგადოებამ და ახლა ჩვენ ვრწმუნდებით, რომ ეს ტყუილი და ფაქტების დამახინჯება არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პირმშო. ეს მათი მეგობრების, დავალების მიმცემების და იდეოლოგების ხერხია, იმიტომ რომ გუშინ რაც მოვისმინეთ, იყო ის მოდელირება, დამახინჯება და ტყუილით გაჯერება იმ ფაქტებისა და გარემოებისა, რაც რეალურად ჩვენს ქვეყანაში ხდება. სხვა რა შეიძლება მოისმინოს საზოგადოებამ ქალბატონი რასასგან, რომელიც სიგიჟემდე შეყვარებულია მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც ვერავინ აუხსნის იმას, თუ რატომ არის მიხეილ სააკაშვილი დამნაშავე. ეს ყველაფერი არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის და თავდასხმის იარაღი. იქ ჩვენ მოვისმინეთ საღი აზრიც, რომელიც სულ უფრო მეტად ხმამაღლა ჟღერს ევროპარლამენტში. კარგია, თუკი ევროპარლამენტში მოკალათებული „დიფ სთეითის“ აგენტები მეტად დაუგდებენ ყურს იმ საღ აზრს, რაც უკვე ხმამაღლა ისმის ევროპარლამენტში, ტყუილით, არაფრის მომცემი და თითიდან გამოწოვილი ე.ი. არგუმენტებით აღარ მოახდენენ იმის პროვოცირებას, რაც არის ძალიან სამწუხარო და ევროსკეპტიციზმის გამაღრმავებელი ჩვენს საზოგადოებაში. რასაც ქართველი ხალხი ვერ ეგუება, ეს არის ტყუილი, ორმაგი სტანდარტი,” – განაცხადა მათიკაშვილმა.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

თევზის შესაბოლ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
თევზის შესაბოლ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმიური ინსპექტირებისას თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი ზ.ჭ. საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების გარეშე. გარდა ამისა, ინსპექტირებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები:...

დაწვრილებითDetails

” ნამდვილად შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით” – ნიკოლ ფაშინიანი

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანს სთავაზობს, ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულების უკვე შეთანხმებულ პუნქტებს
მთავარი

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე განაცხადა. კითხვაზე, ქართული მხრიდან იყო თუ არა თხოვნა ევროპარლამენტში გამოსვლისას ეთქვა, რომ „ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
მთავარი

ევროპარლამენტმა რეზოლუცია „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ 438 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუციის თანახმად: ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სამიზნეები...

დაწვრილებითDetails

ლოცვა ჯადოსგან და ავი თვალისგან დასაცავად, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
ლოცვა ჯადოსგან და ავი თვალისგან დასაცავად, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
მთავარი

წმინდა კიპრიანე იყო ყველაზე ძლიერი ჯადოქარი, რომელიც თვით სატანას ემსახურებოდა. მაგრამ წმინდა იუსტიანესთან შეხვედრის შემდეგ, მან აღიარა ქრისტე და ყველა თავისი ჯადოქრული წიგნები დაწვა. ჯადოქრობის შემდეგ, ქრისტესთვის წამებულ წმინდანად შერაცხულ...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეების განმავლობაში

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

13 მარტი -  პარასკევი დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი  10-15, ზოგან  ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +4, +9°, დღისით +13 +18°; მთაში ღამით...

დაწვრილებითDetails

მთავრობის ახალი გადაწყვეტილება ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა აქვს
მთავარი

ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა, გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4,5 ლარიანი ტარიფი ანუ...

დაწვრილებითDetails

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით სოფელ კურსებში მეწყრის შედეგად მიყენებული ზარალის აღწერა მიმდინარეობს

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით სოფელ კურსებში მეწყრის შედეგად მიყენებული ზარალის აღწერა მიმდინარეობს
მთავარი

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან ზალკალიანის განცხადებით, სოფელ კურსებში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, დაზარალებულია 38 ოჯახი, 104 მოქალაქე, რომლებიც დროებით ქუთაისსა და ტყიბულში გადაიყვანეს. „ოთხ საათზე დაიწყო მეწყრული პროცესი. მყისიერად მოხდა...

დაწვრილებითDetails

“ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა”- კობახიძე

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა - მშვიდობა არის საფუძველთა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, იმ ვითარებაში, რომელიც არის შექმნილი საქართველოს...

დაწვრილებითDetails

კიდევ რამდენიმე სახლი დაინგა, პროცესი შეუქცევადია – რა ხდება კურსებში

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
კიდევ რამდენიმე სახლი დაინგა, პროცესი შეუქცევადია – რა ხდება კურსებში
მთავარი

სოფელ კურსებში მეწყრული პროცესები გრძელდება. როგორც ადგილობრივები "მეგა ტვ"-თან საუბრისას აღნიშნავენ პროცესი შეუქცევადია და დილის შემდეგ კიდევ რამდენიმე სახლი დაინგრა.   შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე განვითარებული მეწყრული პროცესების...

დაწვრილებითDetails

“სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს და იქიდან გამოსულები ვნახეთ როგორ მდგომარეობაში არიან” – პაპუაშვილი გივი თარგამაძის გამოკითხვაზე

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

სუს-ში დიდ გონორზე შესული ბევრი გვინახავს და იქიდან გამოსულები ვნახეთ მერე როგორ მდგომარეობაში არიან - არ ვიცი, რა სათქმელი აქვთ, რით შევა და რით გამოვა, მაგრამ ეს ნანახი გვაქვს უკვე, -...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"