თელავში ორსული ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით 44 წლის ქალი 8 თვის ორსული იყო და თელავის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. გარდაცვლილის ახლობლებო ფიქრობენ, რომ მიზეზი სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბი გახდა, რადგან ქალი სწორედ ამ მიზეზით მკურნალობდა ის და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა..
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული ქალი 44 წლის მაკა ასაბაშვილია.
“ბოლო პერიოდში მკურნალობდა კიდეც, თუმცა თრომბი მაინც განვითარდა. სახლში იყო და შეტევა სწორედ იმ დროს დაეწყო” – ამბობს გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობელი.
შემთხვევის დროს სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაც გამოიძახეს, თუმცა ექიმებს ქალი და უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ასევე ნაყოფის გადარჩენაც ვერ მოხერხდა.
კლინიკაში კომენტარი არ გაუკეთებიათ.










