სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ამოწმებს.
სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ინდმეწარმე მ.მ-ს კუთვნილ სწრაფი კვების ობიექტში (მის. ჩხოროწყუ გობეჩიას ქ. N 4). შემოწმების დროს გამოვლინდა არაერთი შეუსაბამობა, მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ზედაპირების და სურსათთან შეხებაში მყოფი ინვენტარის არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხეები.
ამავდროულად, მეწარმე ბიზნეს საქმიანობას, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა.
გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, მეწარმე კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად აცნობონ ცხელ ხაზს – 1501. დროული რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა!










