ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 4 ადამიანი შეიყვანეს. როგორც ექიმი ამბობს, მათ ტემპერატურის მატება აღენიშნებათ.
თემურ ნადირაძის განცხადებით პაციენტების ნაწილი წყალტუბოს საკარანტინო ზონიდანაა გადაყვანილი, ნაწილი კი საავადამყოფოში თვითდინებით მივიდა.
მისივე განმარტებით პაციენტები ბოქსირებუოლ განყოფილებაში არიან გადაყვანილი. მათ ანალიზები უკვე ჩაუტარდათ და ინფექციურში პასუხებს ელოდებიან.
როგორც ცნობილია 4-ვე პაციენტს მოგზაურობის ისტორია აქვს.