LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ავარიას 3 არასრულწლოვანი ემსხვერპლა – სააჭესთან 14 წლის მოზარდი იჯდა

ავარიას 3 არასრულწლოვანი ემსხვერპლა – სააჭესთან 14 წლის მოზარდი იჯდა

დაპოსტა 2026/02/22-ში
A A
8.3k
ნახვა
გაზიარება

“საჭესთან 14 წლის ბავშვი იჯდა. ყოველთვის დაჰყავდა ხოლმე მანქანა, ხან ტრაქტორი დაჰყავდა. ეს არ იყო მისთვის პირველი შემთხვევა” – გურჯაანში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის დეტალები

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ მე­ლა­ან­ში გუ­შინ, 21 თე­ბერ­ვალს უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. “ჰონ­დას” მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც ხუთი მო­ზარ­დი იჯდა, ამობ­რუნ­და და ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა.

 

რო­გორც Ambebi.ge-სთვის ხდე­ბა ცნო­ბი­ლი, ავა­რი­ის დროს მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვარ­და ორი მო­ზარ­დი და ბავ­შვებ­მა სხვა­დას­ხვა სა­ხის მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი მი­ი­ღეს, სამ­წუ­ხა­როდ, ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვლა ვე­ღარ შეძ­ლო სამ­მა მო­ზარ­დმა და ისი­ნი და­ი­ღუპ­ნენ.

და­ღუ­პუ­ლია ორი ბიჭი და ერთი გო­გო­ნა, ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი არი­ან, საბა წნო­რი­აშ­ვი­ლი, მე­რაბ შინ­ჯი­კაშ­ვი­ლი და მათი ბი­ძაშ­ვი­ლი გვან­ცა.

 

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა სო­ფელ მე­ლა­ან­ში სა­ღა­მოს, 10:00 სა­ათ­ზე მოხ­და. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის და პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბი, მაგ­რამ ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი მან­ქა­ნი­დან მო­ზარ­დე­ბის გად­მოყ­ვა­ნა ვე­ღარ შეძ­ლეს.

 

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მო­ზარ­დე­ბი სო­ფელ­ში არ­სე­ბულ სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში წა­ვიდ­ნენ და იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, როცა ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და.

“ეს ისე­თი უბე­დუ­რე­ბაა, როცა სი­ტყვე­ბი უძ­ლუ­რია. გაგ­ვა­ნად­გუ­რა ამ ამ­ბავ­მა. გუ­შინ სა­ღა­მოს 10 სა­ათ­ზე დატ­რი­ალ­და და ყვე­ლა თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლია. სა­ჭეს­თან 14 წლის ბავ­შვი, მე­რაბ შინ­ჯი­კაშ­ვი­ლი იჯდა. ყო­ველ­თვის დაჰ­ყავ­და ხოლ­მე ამ ბავ­შვს მან­ქა­ნა, ხან ტრაქ­ტო­რი დაჰ­ყავ­და. ეს არ იყო მის­თვის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა. იქ რა მოხ­და, ვერ გე­ტყვით.

სა­ვა­რა­უ­დოდ, სიჩ­ქა­რეა მი­ზე­ზი. ზე­მოთ სა­მე­ბის ეკ­ლე­სია გვაქვს და იქ წა­სუ­ლან ყვე­ლა­ნი ერ­თად. ერ­თმა­ნე­თის დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი, ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი არი­ან და ერთი მე­ზო­ბე­ლი იყო, ისიც არას­რულ­წლო­ვა­ნი. იქი­დან მო­დი­ოდ­ნენ თურ­მე, რო­გორც ჩანს, სა­ჭეს­თან მყოფ­მა მან­ქა­ნა ვე­ღარ და­ი­ჭი­რა, სის­წრა­ფით არის წა­მო­სუ­ლი მან­ქა­ნა, რა­ღა­ცას შე­ე­ჯა­ხა და მერე მან­ქა­ნა ამობ­რუნ­და.

 

მან­ქა­ნას ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა, სულ ხუთ­ნი ის­ხდნენ, ორი გად­მო­ვარ­და, ბავ­შვებს ნეკ­ნე­ბი აქვთ დამ­ტვრე­უ­ლი და სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი საბა, მე­რა­ბი და გვან­ცა და­ი­ღუპ­ნენ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვია. საბა და მე­რა­ბი დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი არი­ან, გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა გვან­ცა, მათი ბი­ძაშ­ვი­ლია, ის ქა­ლა­ქი­დან იყო ჩა­მო­სუ­ლი და ეს დიდი ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა თავს. გლო­ვაა სო­ფელ­ში, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ყვე­ლა.

საბა წნო­რი­აშ­ვი­ლი და მე­რა­ბი შინ­ჯი­კაშ­ვი­ლი ერ­თმა­ნე­თის მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­დნენ, მათ სახ­ლებს ერთი ღობე ყოფს, ერ­თად გაზ­რდი­ლე­ბი არი­ან. ორი­ვე მე­ლა­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. მე­რა­ბი იჯდა სა­ჭეს­თან, მე­რაბს ორი და ჰყავს, სა­ბა­საც ორი და ჰყავს. და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რის სა­ბას დაც არის – ის მე­ცხრე კლა­სე­ლია. მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი აქვს და ამ­ჟა­მად კლი­ნი­კა­შია. კი­დევ და­შა­ვე­ბუ­ლია მათი მე­ზო­ბე­ლი, ისიც კლი­ნი­კა­შია მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბით.

 

გარ­დაც­ვლილ გო­გო­ნას გვან­ცას, შო­რი­დან ვიც­ნობ­დი, მას ბებო და პაპა ჰყავს სო­ფელ­ში და იქ ზა­ფხუ­ლო­ბით მო­დი­ო­და ხოლ­მე. ჩამ­კვდა­რია დღეს ჩვე­ნი სო­ფე­ლი, გლო­ვაა, წუ­ხელ სამ სა­ათ­ზე ცხედ­რე­ბი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს. სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებ­და. სა­ბას მამა გან­წი­რუ­ლი ხმით ღრი­ა­ლებ­და, რა ვუ­თხრა ბიჭო დე­და­შენ­სო. დე­და­მი­სი ავად არის, სიმ­სივ­ნე აქვს და არ ვიცი ამ ამ­ბავს რო­გორ გა­და­ი­ტანს.

 

ამა­ზე დიდი ტრა­გე­დია არ ვიცი რა შე­იძ­ლე­ბა იყოს. გა­ნად­გურ­დნენ ოჯა­ხე­ბი.

 

სა­ში­ში ად­გი­ლია, მიხ­ვე­ულ-მოხ­ვე­უ­ლი გზე­ბია და ვერ და­ი­ჭი­რა ეტყო­ბა საჭე. მან­ქა­ნა უცებ აფეთ­ქე­ბუ­ლა, არც არა­ვინ იქ­ნე­ბო­და იქ, ცოტა მი­კარ­გუ­ლი ად­გი­ლია, თუმ­ცა სო­ფელ­თან ახ­ლოს კი არის. რომ აფეთ­ქდა უკვე ვე­რა­ვინ ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და მათ გა­დარ­ჩე­ნას. მან­ქა­ნა რომ ამოტ­რი­ალ­და ორი მო­ზარ­დი გა­მო­აგ­დო ალ­ბათ რა­ღაც ძა­ლამ, ალ­ბათ კა­რებ­თან ის­ხდნენ ისი­ნი და გად­მოც­ვივ­დნენ. რო­მე­ლიც შუ­ა­ში იჯდა ალ­ბათ შიგ დარ­ჩა. ღმერ­თმა გაძ­ლე­ბა მის­ცეს მა­გათ ოჯა­ხებს.

 

არ ვიცი სა­ნუ­გე­შოდ რა უნდა უთხრა. ვერ შევ­ძე­ლი მან­ქა­ნამ­დე მივ­სუ­ლი­ყა­ვი, და­ნახ­ში­რე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა­ფე­რი”, – ამ­ბობს Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი.

 

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ან მეტი პი­რის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

 

ვუ­სამ­ძიმ­რებთ გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს ამ უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ის გამო

გაზიარება3320

დაკავშირებული -პოსტები

გრაკლიანი გორაზე წრიული სამარხი გამოვლინდა, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
გრაკლიანი გორაზე წრიული სამარხი  გამოვლინდა, რომელშიც სამი ადამიანის ნეშტი აღმოჩნდა
მთავარი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა. სამუშაოების მიმდინარეობას სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან და ექსპედიციის ხელმძღვანელ პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან...

დაწვრილებითDetails

წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?! – ანადგურებენ – სოფელ ზოდში მოსახლეობა აქციას მართავს

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?!  – ანადგურებენ – სოფელ ზოდში მოსახლეობა აქციას მართავს
მთავარი

❗🗨️ წარმოუდგენელია, გული მისკდება, ეს რა არის?! - ანადგუროებენ ზოდში იმ მიწებს, სადაც "ჯორჯიან მანგანეცს" არ უნდა გაეცა ლიცენზია არანაირი გამართლება არ შეიძლება, ეს გზა გაწირეს იმისთის რომ ერთი სოფლიდან...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროები

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
მსოფლიოს სანაპირო ქალაქებს გაქრობა ემუქრება
მთავარი

ფტერის სანაპირო, რომელიც საბერძნეთის კუნძულ კეფალონიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, 2026 წლის მსოფლიოს 50 საუკეთესო სანაპიროების სიაში მეორე ადგილზეა, ხოლო ევროპაში - პირველი. ფტერიმ თავისი ხელუხლებელი იერსახე იზოლირებული მდებარეობის წყალობით შეინარჩუნა...

დაწვრილებითDetails

ბატეთის ტბა 19-წლიანი იჯარით გაიცა – რა იკრძალება ტერიტორიაზე

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
ბატეთის ტბა 19-წლიანი იჯარით გაიცა – რა იკრძალება ტერიტორიაზე
ეკონომიკა

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორბოძალაში მდებარე ბატეთის ტბის ტერიტორია, რომელიც 27 813 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მოიცავს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 19-წლიანი სარგებლობის უფლებით ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა. საიჯარო საფასური 17...

დაწვრილებითDetails

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 მლნ ლარზე მეტი შევიდა

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
დედაქალაქში დამატებით 25 ახალი 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს
ეკონომიკა

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 63%-ით გაიზარდა და 2.007 მლნ ლარი შეადგინა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს იანვარ-ივლისში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი...

დაწვრილებითDetails

Wizz Air-მა შესაძლოა 55-დან 65 ევრომდე დაგაჯარიმოთ – რა უნდა იცოდეთ

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვინც Wizz Air-ით დაფრინავს
მთავარი

Wizz Air-ის მგზავრები ფრთხილად უნდა იყვნენ. avianews.com- ის ცნობით, მგზავრებს შესაძლოა, 55-დან 65 ევრომდე ჯარიმა დაეკისროთ ბორტზე ბალიშის გამოყენებისთვის. ავიაკომპანიის ლოგიკა ასეთია: მიუხედავად იმისა, რომ ბალიში მგზავრს კისერზე აქვს შემოხვეული,...

დაწვრილებითDetails

ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში 40 სამართალდარღვევა გამოვლინდა

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში 40 სამართალდარღვევა გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში, ქვეყნის მასშტაბით 40 სამართალდარღვევა გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია...

დაწვრილებითDetails

ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროპგრამა შეჩერდა – მთავრობამ დაფინანსებაზე უარი თქვა

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროპგრამა შეჩერდა –  მთავრობამ დაფინანსებაზე უარი თქვა
მთავარი

ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრში დაარსებული ქართველოლოგიის პროგრამა საქართველოს განათლების სამინისტრომ აღარ დააფინანსა. ინფორმაცია, რომ ქართველოლოგიის პროგრამა, - რომელსაც ქართველოლოგი, პროფესორი სტივენ ჯონსი ხელმძღვანელობდა, - „ფაქტობრივად, დაიხურა“, 20 აგვისტოს გაავრცელა ისტორიკოსმა...

დაწვრილებითDetails

რისკს უკავშირდება – დაავადაებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ზაფხულის პერიოდში მზით დამწვრობის შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია. ულტრაიისფერი გამოსხივების ჭარბი ზემოქმედება კი ჯანმრთელობისთვის არაერთ რისკს უკავშირდება.   დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზისგან თავის დაცვისა და დამწვრობის პრევენციისთვის...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 22, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა, გადამოწმების მიზნით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"