ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის განცხადება:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის წარმომადგენლები ვაცხადებთ, რომ მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება.
როდესაც უნივერსიტეტებს ასე დაუნდობლად და გაუაზრებლად ჩეხავენ, აჩერებენ წარმატებულ პროგრამებს, გვაიძულებენ შევეგუოთ ჩვენი კოლეგების უმრავლესობის მიერ უნივერსიტეტის დატოვებას და საფრთხის ქვეშ აყენებენ საუნივერსიტეტო იდეასა და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას, უმოქმედოდ ვერ ვიქნებით.
განათლების სკოლის ფუნქციონირება ინტერდისციპლინური თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია. უნივერსიტეტში ჰუმანიტარული, სოციალური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების არსებობა აუცილებელია განათლების სფეროს სპეციალისტების მომზადებისთვის.
განათლების სკოლის პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ უნივერსიტეტის წინაშე. ჩვენ როგორც განათლების სფეროს სპეციალისტები ვთვლით, რომ ამ მოცემულობით გამოუსწორებელი ზიანი ადგება უმაღლეს განათლებას და უკლებლივ ყველა უნივერსიტეტს, რასაც ვერ შევეგუებით.
მოვითხოვთ, იმ გადაწყვეტილებებისა და საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას, რომლებიც სპობს უნივერსიტეტის ავტონომიას, არაეროვნული და არაკონსტიტუციურია.
ერთობისკენ მოვუწოდებთ უნივერსიტეტებს, რომ დავიცვათ საქართველოს აკადემიური საზოგადოების ღირსება და ქვეყნის მომავალი.
რა შემთხვევაში ვერ შეძლებენ მოქალაქეები 1-ელი აპრილის შემდეგ შემოყვანილი მანქანის რეგისტრაციას – დეტალები
„მოქალაქეები, რომლებმაც ავტომობილი უკვე შეიძინეს და 1 აპრილამდე დაიწყებენ მის ტრანსპორტირებას, რეგისტრაციას ჩვეულებრივად შეძლებენ” - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა. ამით ის...










