LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
20 საუკეთესო ადგილი მარტო მოგზაურობისათვის (+ფოტო)

ჯანდაცვის მექანიზმები ხელმისაწვდომი იქნება ნიუ-იორკში მცხოვრები ყველა პირისთვის მიუხედავად მათი საიმიგრაციო სტატუსისა – დიანა ჟღენტი

დაპოსტა 2020/03/14-ში
A A
310
ნახვა
გაზიარება

ნიუ-იორკში არალეგალურად მყოფი ქართველები განსაკუთრებით იმით ინტერესდებიან, როგორ იქნება მათი ჯანმრთელობის დაზღვევა იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა დასჭირდებათ, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნიუ-იორკში დიანა ჟღენტმა „ინტერპრესნიუსს“ აშშ-ში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობაზე საუბრისას განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ-იორკის მერის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის მექანიზმები ხელმისაწვდომი იქნება ნიუ-იორკში მცხოვრები ყველა პირისთვის მიუხედავად მათი საიმიგრაციო სტატუსისა და იმისა, აქვთ თუ არა ჯანმრთელობის დაზღვევა.

გენერალური კონსულის ინფორმაციით, ნიუ-იორკში ამოქმედდა ცხელი ხაზის ორი დამატებითი ნომერი და საქართველოს მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ, მათთვის საჭირო ინფორმაცია მიიღონ.

„გუშინ ნიუ-იორკში მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი თქმით, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ადგილობრივ ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, მეტი ძალისხმევით იმოქმედოს მოცემულ სიტუაციაში და უკეთესად გაუმკლავდეს კრიზისს, უფრო მეტად აქვს ხელი გახსნილი, რომ მეტი ფონდი, მეტი რეზერვი აამუშავოს. ქართული დიასპორა ძირითადად სამ შტატში – ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში და პელსინვანიაშია – დასაქმებული. რა თქმა უნდა, სრული კომუნიკაცია გვაქვს ყველა დიასპორულ ორგანიზაციასთან, სოციალურ ქსელებთან, აქტიურ ადამიანებთან. ავამოქმედეთ ცხელი ხაზის ორი დამატებითი ნომერი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, 24 საათის განმავლობაში დაგვირეკონ და მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.

არალეგალურად მყოფი პირები განსაკუთრებით ინტერესდებიან იმით, თუ როგორ იქნება მათი ჯანმრთელობის დაზღვევა იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა დასჭირდებათ. ნიუ-იორკის მერის განცხადებით, ჯანდაცვის მექანიზმები ხელმისაწვდომი იქნება ნიუ-იორკის ყველა მცხოვრებლისთვის მიუხედავად მათი საიმიგრაციო სტატუსისა და იმისა, აქვთ თუ არა ჯანმრთელობის დაზღვევა. მერის თქმით, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც არ გააჩნია შესაბამისი დაზღვევა, უნდა მივიდეს სპეციალურ საავადმყოფოებში, სადაც მათ არ დაუსვამენ კითხვას მათი საიმიგრაციო სტატუსის შესახებ. რაც შეეხება ტესტირებას, ოჯახის ექიმის ყოლის შემთხვევაში მას უნდა მიაკითხო და იგი გადაწყვეტს, გჭირდება თუ არა ტესტის გაკეთება. თუ მკურნალი ექიმი არ გყავს და გაქვს გრიპის ნიშნები, მიდიხარ სასწრაფო დახმარების განყოფილებაში და ადგილზე ფასდება ტესტის გაკეთების აუცილებლობა,“ – განაცხადა დიანა ჟღენტმა.

მისივე ინფორმაციით, ნიუ-იორკში კორონავირუსით ინფიცირების ტენდენციაა საკმაოდ მზარდია და მოლოდინია, რომ უფრო მეტი იქნება. კონსულის თქმით, დღევანდელი მონაცემებით, ნიუ-იორკში კორონავირუსით ინფიცირებით 82 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, დიანა ჟღენტის განცხადებით, მათი რაოდენობა 41-ია.

„ზრდის ტენდენცია დიდია და ელოდებიან, რომ უფრო მეტი იქნება. დღევანდელი მდგომარეობით დამატებით 82 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. როგორც მერმა განაცხადა, უფრო აქტიური ზომების მიღება ქალაქში არ იგეგმება. რაღაც შეზღუდვები დაწესებულია, მაგალითად ბევრი ადამიანის ერთად შეკრება აიკრძალა, რესტორნებს, კლუბებს, სადაც 500 ადამიანის შეკრება იყო შესაძლებელი, მითითება მიეცათ, რომ ეს რაოდენობა განახევრდეს. უფრო მკაცრი ზომების შემოღება, როგორიც არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუქმება, კომენდატის საათის დაწესება, საჯარო სივრცეებში ხალხის შეზღუდვა, განიხილება როგორც საბოლოო უკიდურესი საშუალება და მსგავსი ზომების მიღება ალბათ, სიტუაციის განვითარებასთან ერთად მოხდება,“ – განაცხადა დიანა ჟღენტმა.

რაც შეეხება ნიუ-იორკში მყოფ ქართველ სტუდენტებს, გენერალური კონსულის ინფორმაციით, საკონსულოსთან კომუნიკაცია ორ მათგანს ჰქონდა, რომელთაგან ერთი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სემესტრის დასრულებამდე რჩება, ხოლო მეორე საქართველოში ხვალ გამოფრინდება.

„რამდენიმე ქართველი სტუდენტი დაგვიკავშირდა, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტებში არიან. უნივერსიტეტები ძირითადად იკეტება, ზოგი მათგანი 1 თვით, ხოლო ზოგი – სემესტრის ბოლომდე. საერთო საცხოვრებლები, რომლებიც უნივერსიტეტებთან არსებობს, საერთაშორისო სტუდენტებს რეკომენდაციას აძლევენ, რომ წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში, თუმცა თუ მგზავრობა შეუძლებელია, მაშინ ამ საერთო საცხოვრებელში დარჩენის საშუალებას აძლევენ. ერთ-ერთ ქართველ სტუდენტს დავეხმარეთ ადმინისტრაციასთან ამ საკითხის გარკვევაში და მას დატოვებენ იმ პერიოდამდე, სანამ ამას სემესტრი ითვალისწინებდა. გვქონდა მეორე ქართველი სტუდენტის შემთხვევაც, რომელსაც სამგზავრო ბილეთის გადაცვლაში დავეხმარეთ და უკვე ხვალ გამოემგზავრება საქართველოში,“ – განაცხადა საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნიუ-იორკში დიანა ჟღენტმა.

გაზიარება145

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მანანა ტურფა ნებულიშვილი. "#5 ფილიალის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ძვირფასი კოლეგისა და მეგობრი მანანა ტურფა ნებულიშვილის  გარდაცვალების გამო ​შეუძლებელია სიტყვებით იმ დიდი...

დაწვრილებითDetails

“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს
მთავარი

სამართალდამცველებმა "ტიკ-ტოკერი" ზურაბ კენჭიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სასამართლომ 20 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველებმა, მოქალაქე ზურაბ კენჭიაშვილი, სოციალური ქსელ „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით მოქალაქეებისთვის, მათ შორის არასრულწლოვანისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე...

დაწვრილებითDetails

20 წლის ბიჭი შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამეგრელოში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა
მთავარი

კახეთში 20 წლის ახალგაზრდას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან - ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდანავრცელებს. როგორც ადგილობრივებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი სოციალური...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა
მთავარი

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა, საჯავახოს მონაკვეთზე. ინფომრაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით,ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა . შედეგად დაშავდა ერთი ტრაილერის მძღოლი. შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – ნიგერიის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ირანის,...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი შვილიშვილის იძულებით ქორწინების ბრალდებით ბებია დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
შეიძლება თუ არა მაისში ქორწინება? – რას ამბობს რელიგია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით,...

დაწვრილებითDetails

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს
მთავარი

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე 25 წლის კაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის ამინა ბიკბოვა გაგრაში დასასვენებლად იმყოფებოდა. მას შემდეგ,...

დაწვრილებითDetails

პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა
მთავარი

ხელვაჩაურში ავარიის შედეგად დაღუპული მცირეწლოვანი სანი ცეცხლაძეა. „ბაგა ბაღ „სანშაინს“ უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. ჩვენს ბაღს მისი პატარა ანგელოზი, სანი, მოაკლდა. დღეს გლოვობს არა მხოლოდ ჩვენი ბაღი და ჯგუფი „ცისარტყელა“....

დაწვრილებითDetails

ლოცა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

28 სექტემბერს ალავერდობაა. 13 ასურელი მამათაგანის იოსებ ალავერდელის ხსენების დღე. ტროპარი იხარებს დღეს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთა და თაყუანის-ცემასა შესწირვენ ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი მამაი, მზრუნველი და მეოხი, და შეიცვენ...

დაწვრილებითDetails

 დღეს ალავერდობაა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ალავერდის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

დღეს ალავერდობაა - მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, იოსებ ალავერდელის ხსენებას აღნიშნავს. განსაკუთრებულია ზეიმია ალავერდის მონასტერში - მიტროპოლიტმა დავითმა, ეპარქიის წარმომადგენლებთან ერთად ღამისთევის მსახურება აღავლინა. დღესასწაულთან დაკავშირებით ალავერდში მორწმუნეები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"