LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კვერცხის ფასი 5%-ით შემცირდება მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრების განცხადება

კვერცხის ფასი 5%-ით შემცირდება მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრების განცხადება

დაპოსტა 2026/02/06-ში
A A
33
ნახვა
გაზიარება

ორშაბათიდან კვერცხის ფასი 5%-ით შემცირდება. ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსს“ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ესაუბრა

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, მწარმოებლებს გაუჩნდათ იმედი, რომ დარგში სასიკეთო ცვლილებები განხორციელდება, შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იანვარში კვერცხზე მომატებული ფასი, ისევ დაეკლოთ.

„პრემიერთან შეხვედრა რომ შედგა, ჩვენი წარმოების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ და მოახერხეს როგორც სიტყვით გამოსვლა და თავისი ტკივილის მიტანა პრემიერამდე, ისე მიეცათ საშუალება, პრივატულად ესაუბრათ. თემები რაც გვაწუხებს, დღგ, ქეშბექები და ა.შ იმდენად კარგად ჰქონდა შესწავლილი პრემიერს, გაგვიჩნდა მოლოდინი, რომ ამ მხრივ შეიძლება იყოს წინსვლა და რაღაცა გადაწყვეტილება მიიღონ. შესაბამისად, რაც წელს იანვარში გვქონდა ფასნამატი, მწარმოებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ეს დაეკლოთ. ანუ, რაც იყო წლევანდელი ფასნამატი, ეს დავაკელით. დანარჩენს შევხედავთ. დაპირებაც არის, ყურადღების მოქცევაზე, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

ჩვენ წერილით მივმართავთ ყველა ქსელურ მაღაზიას და ორშაბათიდან უკვე ფასს დავუწევთ. ისინიც ალბათ, ნაშთებს მოყიდიან და იმ კვირიდან უკვე ქსელშიც უნდა გაიაფდეს“,- ამბობს ზურა უჩუმბეგაშვილი.

კითხვაზე, რის ხარჯზე მოხდა ფასის კლება, მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი პასუხობს: „ნათელი მომავლის იმედით, მარჟა დავიყვანეთ ფაქტობრივად, ნულზე და შევხედოთ რა იქნება“,- ამბობს ზურა უჩუმბეგაშვილი.

კვერცხზე ფასის შემცირებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრმა კომპანიებმა. მათი თქმით, ფასის შემცირება 5%-იანი იქნება. როგორც კომპანიების – „სავანეთის“, „დილას“, „კოდას“ და „კუმისის“ განცხადებაში წერია, მწარმოებლები ითვალისწინებენ პრემიერის ინიციატივას და ფასს აღნიშნულიდან გამომდინარე ამცირებენ.

კომპანიებში აცხადებენ, რომ „გადაწყვეტილება გარკვეულ რისკებს შეიცავს მარჟებთან მიმართებით, პროდუქციის ფასის მცირედი მერყეობა შესაძლებელია იყოს წლის განმავლობაში და პირდაპირ დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ნედლეულის ფასზე, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება აღნიშნული რისკების მართვა და დაბალანსება“. ამასთან, ასოციაციის წევრი კომპანიები იმედოვნებენ, რომ მთავრობის აქტიური მუშაობა რითეილ სექტორთან, ფასნამატების შემცირების მიმართულებით, გავლენას მოახდენს პროდუქციის საბოლოო ფასსა და ხელმისაწვდომობაზე.

მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიები აცხადებენ, რომ მზად არიან, ხელი შეუწყონ ბაზარზე სტაბილური და სამართლიანი ფასების ფორმირებას და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

 

გაზიარება13

დაკავშირებული -პოსტები

ოქრო მინიმუმ 100 დოლარით გაძვირდა

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასმა კვლავ მატება დაიწყო. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 214 დოლარი ღირს, როცა გუშინ 4 096 დოლარი ღირდა. ეს კი დღიურ ჭრილში...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

სამტრედიაში ქვეითად მოსიარულე მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე მოხდა. დაშავებული „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. წყარო 

დაწვრილებითDetails

თავის დროზე ჩავკეტეთ ყველანაირი გზა შანტაჟისტის, დარჩა თეორიული ინსტრუმენტი, ვიზალიბერალიზაცია და ამის გამოყენებას ცდილობენ – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

სამწუხაროა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი შანტაჟისთვის გამოიყენება,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში უვიზო მიმოსვლის საკითხზე გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სამართლიანი მიდგომა სურს. „მგონი, ზოგადი სურათი ყველასთვის ცხადია, ჩვენ ყველა...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად – საგარეო უწყება ბრიუსელში შეხვედრაზე

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების ერთობლივი განცხადება
მთავარი

სავიზო დიალოგის ფარგლებში განხილულ იქნა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისთვის ევროკავშირის მხარის მიერ დასახელებული მიზეზები, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და საქართველოს მიერ მათი შესრულების მიმართულებით განხორციელებული თუ მიმდინარე ღონისძიებები,- ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

იქნება მიზნობრივი სანქციების მოწოდება – მარკეტა გრეგოროვა საქართველოზე ანგარიშზე

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
იქნება მიზნობრივი სანქციების მოწოდება – მარკეტა გრეგოროვა საქართველოზე ანგარიშზე
მთავარი

იქნება მიზნობრივი სანქციების მოწოდება, იმედი გვაქვს, რომ ორბანის მსგავსად არავინ დაბლოკავს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, როდესაც ისაუბრა ევროპარლამენტის ანგარიშზე საქართველოსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარის თქმით, ანგარიში „ძალიან კრიტიკულია საქართველოში...

დაწვრილებითDetails

საქართველოში „ქართული ოცნების“ უზენაესობაა და არა კანონის, ეს არ არის ქვეყანა, რომელიც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს – მარკეტა გრეგოროვა

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
შოკირებული ვარ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის გეგმის გამო – მარკეტა გრეგოროვა
მთავარი

ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, საქართველოში „დემოკრატიული უკუსვლისა“ და „რეპრესიული რეჟიმის“ გამო, ევროპარლამენტის ანგარიში, რომელიც შემდეგ კვირაში განიხილება, კრიტიკული იქნება. როგორც “ინტერპრესნიუსს“ მარკეტა გრეგოროვამ განუცხადა, ყოველწლიური ანგარიში "ძალიან კრიტიკული" იქნება მმართველი პარტიის...

დაწვრილებითDetails

სკრინინგი საზღვარზე და 2 წლამდე პატიმრობა – ევროპის საიმიგრაციო პოლიტიკაში ცვლილებები შევიდა

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებლების რეიტინგში რეგიონში მე-2 ადგილზეა
მთავარი

დღეიდან, 2026 წლის 12 ივნისიდან ევროკავშირში ძალაში შედის მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი პაქტი (EU Migration and Asylum Pact) - 9 სავალდებულო საკანონმდებლო აქტისგან შემდგარი რეფორმა, რომელსაც ბრიუსელში „ისტორიულს“ უწოდებენ. უცხოურ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
“ნარკოტიკული თრობის ქვეშ მართავენ საქალაქთაშორისო ტრანსპორტს და გადაჰყავთ მოქალაქეები”
მთავარი

თბილისიდან რამდენიმე მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა. მგზავრობის საფასური დასავლეთის მიმართულებით 5 ლარით არის გაზრდილი. ინფორმაციას BPN.GE ავრცელებს. მაგალითისთვის, მგზავრობის ღირებულება მაისის ბოლოდან გაიზარდა ქუთაისის, ოზურგეთის, ზუგდიდისა და მარტვილის მიმართულებებით. როგორც...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
ქუთაისში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს
მთავარი

ქუთაისში მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია და აბაშიძის ქუჩაზე ახალი ბულვარის მოწყობა მიმდინარეობს. ამასთან, პროექტირების ეტაპზეა ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, 70 ჰექტარზე, თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის მოწყობა. ადგილზე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური...

დაწვრილებითDetails

ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 39 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 39 ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 39 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"