ივანიშვილის განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ ისაუბრა 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამის 3-წლიან პროგრამაზე გადასვლის გეგმასთან დაკავშირებით, მის სიტყვებით საათების კლება მოხდება არჩევითი საგნების და ე.წ მაინორის (მეორადი პროფესიის) შემცირების ხარჯზე.
გაბისონიას თანახმად, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს წამყვანი პროფესორის თანამდებობის დამატებას. წამყვან პროფესორს აკადემიურ საბჭოში წევრობისა და დეკანის არჩევის პროცესში მონაწილეობის უფლებები ექნება.
დაზუსტდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის სამართლებრივი ჩარჩო.
- 29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი განათლების „ქართული ოცნებისეული“ რეფორმის ფარგლებში თსუ და სტუ გაერთიანდებიან.
- ერთიან სასწავლებელს თსუ ერქმევა და ივანე ჯავახიშვილის სახელს შეინარჩუნებს.
- 29 იანვრიდან მოყოლებული, პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი და სტუდენტები საპროტესტო აქციებს მართავენ.
- სტუდენტების ნაწილი ირაკლი კობახიძესთან დებატებს ითხოვს.
- აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა გივი მიქანაძის ბრიფინგიდან გაიგეს ამ ცვლილების შესახებ.










