LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
” „ვარდების რევოლუცია“ სინამდვილეში იყო სახელმწიფო გადატრიალება” -თეა წულუკიანი

” გახარიამ კომისიაზე მოსვლა იარაღიანი დაცვით მოითხოვა”- თეა წულუკიანი

დაპოსტა 2026/02/03-ში
A A
76
ნახვა
გაზიარება

შარაშიძემ ბრძანა, იმიტომ არ ვიღებთ მონაწილეობას, რომ წულუკიანთან დებატში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გახარია გამარჯვებული გამოვიდა და უკვე დაგამარცხეთო – დასკვნაში წერია, რომ გახარიამ, თავისი ერთპიროვნული და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით, საქართველოს ძალიან დიდი ტერიტორია დაუკარგა – დებატის შედეგი ისაა, რომ გავაქციეთ ეს ადამიანი ქვეყნიდან და რომელ წაგებაზეა საუბარი, არ ვიცი, – ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატს, გიორგი შარაშიძეს.

მიმართვისას წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ „ჩემს გვარს სანამ ახსენებთ, იცოდეთ, ეს ვერ იქნება უფასო ხსენება“.

„გიორგი შარაშიძემ ბრძანა, დებატებში იმიტომ არ ვიღებთ მონაწილეობას, რომ ქალბატონ წულუკიანთან დებატში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გახარია გამარჯვებული გამოვიდა და ჩვენ თქვენ უკვე დაგამარცხეთო. ბატონო თავმჯდომარე, არ მახსოვს გითხარით თუ არა, მაგრამ გახარიამ, სხდომაზე მოსვლა რომ გადაწყვიტა, ჩვენგან მოითხოვა, რომ თუ ის მოვიდოდა, მოვიდოდა მხოლოდ დაცვის თანმხლებით. არ აპირებდა თავიდან მოსვლას, ბრიფინგი ჰქონდათ პარტიაში ჩანიშნული. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ თუ ადამიანს აქვს შიში და შფოთვა, მოვიდეს დაცვასთან ერთად, არ არის არავითარი პრობლემა. ასეთ შემთხვევაში, მე ბატონი გიორგის [შარაშიძის] ადგილას ნაკლებად ომახიანად ვისაუბრებდი რაღაცა ტიპის უხორცობაზე და უშიშრობაზე. შემდეგ, როდესაც დაცვა მოვიდა, არ ვიცი, გითხარით თუ არა, უნდა მეთქვა, ქვევით იყო საუბარი, რომ ეს დაცვა იარაღით აპირებდა შემოსვლას. აქაც კითხვის ნიშნები მიჩნდება, ვისგან ვიცავდით ამ ადამიანს იარაღით. ცნობილია და მით უმეტეს, ყოფილი შს მინისტრისთვის უნდა იყოს ცნობილი, რომ მე არ მაქვს ჩემს თავზე გაფორმებული იარაღი, მით უმეტეს ტარების უფლებით. ასე ვთქვათ, არ ვისვრი. ასე იყვნენ კომისიის წევრებიც.

ამიტომ, ბატონო გიორგი, ჩემს გვარს სანამ ახსენებთ, იცოდეთ, რომ ეს ვერ იქნება „უფასო ხსენება“ ხოლმე. ეს დებატი ჩვენ, მე და ბატონმა გახარიამ, რომელსაც დიდი ეჭვიც მაქვს და ამბიციაც, რომ თქვენზე კარგად ვიცნობ, მოვიგეთ თუ წავაგეთ, იმდენი პოლიტიკა ვისწავლე და მესმის, რომ მე ეს არ უნდა გადავწყვიტო. ამას ხალხი წყვეტს, ვინც გვიმზერდა.

თქვენი პარტიის თქვენზე უფრო მეტად გამოცდილმა და გონიერმა ქალბატონებმა გამოითხოვეს [კომისიის] დასკვნა და არაერთი ეგზემპლარი გადავეცით. გაეცანით, პირდაპირ წერია, რომ გახარიამ, თავისი ერთპიროვნული და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით, საქართველოს დაუკარგა ძალიან დიდი ტერიტორია, რომელსაც დღეს ოკუპანტი სახელმწიფო – რუსეთი აკონტროლებს. რომ არა ეს გადაწყვეტილება, დღეს იქ სხვა ვითარება იქნებოდა.

ეს არის ფაქტებით დაფუძნებული, დასკვნაში წერია, წაიკითხეთ. ამიტომ, დებატი ვინ ვის მოუგო მაშინ, ეს დასკვნაში წერია. მეორე მოსვლისას, ასევე ერთი დიდი, უშველებელი ვაი-ვიში იყო, მოვიდეს-არ მოვიდეს [გახარია]. ბოლოს მოვიდა, ოღონდ მისმა თანაშემწემ გვითხრა, რომ მგონი, 5-6 კაცი მოჰყვებოდა. მე შეიძლება ცუდი რეპუტაცია მქონდეს ხასიათის და სხვა რაღაცა მიდგომების თუ პირდაპირობის გამო, მაგრამ თუ ხელჩართული ბრძოლა გაიმართება, იქ 5 კაცი არ მჭირდება. ერთი კაციც საკმარია, რომ ძირს დამცეს. ამიტომ, ვისთან საჩხუბრად მოდიოდა, არ ვიცი. ბოლოს იმდენი ვქენით და დებატის შედეგი დადგა ის, რომ გავაქციეთ ეს ადამიანი ქვეყნიდან და რომელი დებატის წაგებაზეა საუბარი, არ ვიცი. მოდით ახლა დავსერიოზულდეთ, თქვენ, უპირველესად და შემდეგზე ბატონო გიორგი, მე გელოდებით, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან, მიბრძანდებით დაცვის და იარაღის გარეშე, დაუსხდებით ჩვენი პარტიის წარმომადგენელს, თუნდაც გუშინ მოსულს პოლიტიკაში, რომელიც თქვენზე ძლიერი იქნება დებატში“, – განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ გუშინ, „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებზე უარის თქმის მიზეზებზე ისაუბრა. შარაშიძის თქმით, „როდესაც ჩვენ დებატებს დავთანხმდით, ვგულისხმობდით რეალურ დებატს და არა იმ მოდელირებულ ერთგვარ პანელურ დისკუსიას, რაც გუშინ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ შემოგვთავაზა“.

„ჩვენი მონაწილეობით დებატი თუ გაინტერესებთ, გიორგი გახარიას თეა წულუკიანის კომისიაზე მისვლის ვიდეო ნახეთ, რამდენმა ათასმა და ათი ათასმა ადამიანმა უყურა ამ ვიდეოს და მერე მიხვდებით, როგორი უნდა იყოს რეალური დებატი. იმიტომ, რომ ეს იყო დებატი, როდესაც პირდაპირ ეთერში თქვენსავე მოედანზე გიორგი გახარიამ მთელი საქართველოს გასაგონად თქვა სიმართლე და სწორედ ამ პირწმინდად წაგებული დებატების მერე გახდით იძულებული, მის მიმართ გაუგებარი მიზეზებითა და მოტივებით სისხლის სამართლის საქმეები აღგეძრათ“, – განაცხადა შარაშიძემ.

გაზიარება30

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი 4 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 4 აპრილიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6981, ევრო – 3.1150, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5707 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

სენაკში 17 წლის ნიკა გადელიას ეძებენ

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
სენაკში 17 წლის ნიკა გადელიას ეძებენ
მთავარი

სენაკში, მეორე დღეა, დაკარგულ 17 წლის ბიჭს, ნიკა გადელიას ეძებენ. როგორც „მთავარ ამბებს“ ოჯახის ახლობელმა განუცხადა, ბიჭი სახლიდან პირველ აპრილს გავიდა. „ძმამ ნახა… ასე უთხრა: "მაღაზიაში ვიყავი და ახლა სახლში...

დაწვრილებითDetails

“დააკვირდით, რა განახორციელეს, როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა იყო ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით”- მიხეილ ყაველაშვილი

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
“2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს”-მიხეილ ყაველაშვილი
მთავარი

ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით ხომ ნახეთ რით დაიწყო - „არავის მიუწვევია, რა შუაშიაო!“ მერე მიიღო მონაწილეობა, ასეთი კარგი, პირველი ქალბატონების შეხვედრა იყო, ძალიან მნიშვნელოვანი, სიტყვითაც გამოვიდა, ძალიან კარგი შეხვედრა იყო, მართლაც სასიამოვნო...

დაწვრილებითDetails

“რუსეთი გულწრფელად ცდილობს აფხაზეთი საცხოვრებლად და სამუშაოდ კომფორტული ქვეყანა იყოს”-ვლადიმერ პუტინი

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
ვაცნობიერებთ რა არის ბირთვული იარაღი_პუტინი
მთავარი

რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას და აქტიურად უწყობს ხელს მის ეკონომიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ეკონომიკურ...

დაწვრილებითDetails

“ენერგო-პრო ჯორჯიას“ საგანგებო განცხადება

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

"ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს სავარაუდო თაღლითობის მცდელობებთან დაკავშირებით. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ცხელ ხაზზე დაფიქსირებული მრავალრიცხოვანი შეტყობინების თანახმად, აბონენტებს უკავშირდებიან პირები, რომლებიც კომპანიის სახელით, თითქოს მრიცხველის ჩვენების გადამოწმების მიზნით, პირადი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ოქრო მცირედით გაიაფდა – ნახეთ, რა ღირს

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასმა მცირედით იკლო. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 676 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.51%-ით მატებას წარმოადგენს....

დაწვრილებითDetails

ბოლო 3 დღეში საწვავი ისევ გაიზარდა

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

საქართველოში, ბოლო სამ დღეში, 31 მარტიდან დღემდე, საწვავი 6-დან 20 თეთრამდე გაძვირდა. საერთაშორისო ბირჟებზე მიმდინარე ტენდენცია საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 9 მარტიდან აისახა და ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი რამდენიმე ეტაპად,...

დაწვრილებითDetails

“მეტყველების უნარი მაქვს დაქვეითებული…ვუყურე ვიდეოს და შოკი მივიღე”-მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო!  მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს! – მოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

იმ ხალხს, რომლებიც დაზარალებულები არიან, დედა არ ჰყავდათ? მაინც და მაინც ჩემი შვილი უნდა მომკვდარიყო? - ციხეს მაშინ აქვს აზრი და წლებს, თუკი ის გამოასწორებს, ამათი გამოსწორება არ იქნება, ესენი არიან...

დაწვრილებითDetails

” ჩვენი დიდი სურვილია, რომ პროცესი გადაიტვირთოს, მათი სურვილიც არის და ეს გამოჩნდა”-მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ზე

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
“2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს”-მიხეილ ყაველაშვილი
მთავარი

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ხელისუფლების დიდი სურვილია, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს. როგორც ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვაშინგტონსაც სურს საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა და ეს ყველაფერი გამოჩნდა. მისი თქმით, ზოგიერთი ძალები ამ...

დაწვრილებითDetails

“ლილოს თავშესაფარში რაც მოხდა, კატეგორიულად მიუღებელი და წარმოუდგენელია” – კახა კალაძე

by მეგა TV
აპრილი 3, 2026
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისში მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, გუშინ, მოქალაქეთა ნაწილის მიერ განხორციელებული ქმედებები „კატეგორიულად მიუღებელია“. როგორც კახა კალაძემ საკითხის კომენტირებისას მედიას განუცხადა, საზოგადოებამ იხილა თემით სპეკულაციისა და ტყუილის გავრცელების მაგალითი....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"