LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს

პროკურატურამ 16 პირს ბრალდება წარუდგინა

დაპოსტა 2026/01/17-ში
A A
181
ნახვა
გაზიარება

თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 16 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრები, თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე, მათთვის მიუღებელი ცხოვრების წესისა და იდენტობის მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ, ძალადობას უწევდნენ ორგანიზებას. აღნიშნული დაჯგუფების წევრები მათგან განსხვავებული შეხედულებების, სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის მქონე, პირთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით, შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ამცირებდნენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მათზე და აწამებდნენ. ასევე, ხშირ შემთხვევაში, ძალადობის ვიდეო გადაღებას აწარმოებდნენ და ჩანაწერებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და დახურულ ჯგუფებში ავრცელებდნენ.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რასაც ახლავს ძალადობა და მასში მონაწილეობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ძარცვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დათქმებიდან გამომდინარე თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით.

გაზიარება72

დაკავშირებული -პოსტები

გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

by მეგა TV
ივლისი 17, 2026
0
გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
მთავარი

გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობსგორში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა ქალისა და მისი მცირეწლოვანი შვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.შეგახსენებთ, ტრაგედია 13 ივლისს, საღამოს საათებში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. ქვეითად მიმავალ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი სტუდენტები სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამას სრული დაფინანსებით გაივლიან

by მეგა TV
ივლისი 17, 2026
0
ქუთაისელი სტუდენტები სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამას სრული დაფინანსებით გაივლიან
მთავარი

🎓 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამხრეთ უელსის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წლისთვის სამი სტუდენტი შეირჩა, რომლებიც სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამას სრული დაფინანსებით გაივლიან. 🔹მარიამ ბუსკივაძე...

დაწვრილებითDetails

მარნეულში შვილმა მამა მოკლა

by მეგა TV
ივლისი 17, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

მარნეულში შვილმა მამა მოკლა. ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. როგორც გამოცემა წერს, მკვლელობას წინ უძღოდა კამათი და ურთიერთშელაპარაკება.   როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟებია...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ციხეში პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს

by მეგა TV
ივლისი 17, 2026
0
ქუთაისის ციხეში პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს
მთავარი

ქუთაისის ციხეში პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს - ამის შესახებ "პირველებს" ინფორმაციას ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი კვიცარიძის დედა აწვდის. ეთერ კვიცარიძე ამბობს, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მისმა 32 წლის შვილმა და მინიმუმ კიდევ...

დაწვრილებითDetails

მოქალაქე მოატყუა რომ ბინის შეძენასა და რემონტში დაეხმარებოდა – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ივლისი 17, 2026
0
ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულისთვის უცხი ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 17, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, უცხო...

დაწვრილებითDetails

დაპირისპირება თბილისში – დაჭრილია 2 პირი

by მეგა TV
ივლისი 17, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში - კაცმა 2 პირი დაჭრა და ადგილიდან მიიმალა. დაშავებულებს დაზიანებები დანით აქვთ მიყენებული. შსს-ს ცნობით, დაჭრას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, რის მიზეზადაც წარსულში არსებული კონფლიქტი სახელდება. სამართალდამცველებმა, ცხელ...

დაწვრილებითDetails

მოზარდებს ენერგეტიკული სასმლის ყიდვა აღარ შეეძლებათ

by მეგა TV
ივლისი 17, 2026
0
ამ პროდუქტებთან დაკავშირებული 34 სიკვდილის შემთხვევა – რა უნდა იცოდეთ ენერგეტიკულ სასმელებზე
მთავარი

დიდ ბრიტანეთში მოზარდებს ენერგეტიკული სასმლის ყიდვა აღარ შეეძლებათ. გამოცემა „სქაი ნიუსის“ ცნობით, საუბარია იმ ენერგეტიკულ საშუალებებზე, რომლებიც ერთ ლიტრზე 150 ან მეტ მილიგრამ კოფეინს შეიცავს.   გამოცემის ინფორმაციით, ისეთმა სასმელებმა,...

დაწვრილებითDetails

იზრუნეთ მიცვალებულებზე, როგორც ცოცხლებზე – მამა მიქაელი

by მეგა TV
ივლისი 17, 2026
0
იზრუნეთ მიცვალებულებზე, როგორც ცოცხლებზე – მამა მიქაელი
მთავარი

ქადაგებისას მამა მიქაელ გვარამაძემ მორწმუნეებს მოუწოდა, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად სიკეთე აკეთონ და გაჭირვებულებს დაეხმარონ. მისი თქმით, ახლობლების სიყვარულისა და მათზე ზრუნვის გამოხატვა ქველმოქმედებითა და კეთილი საქმეებითაც არის შესაძლებელი.   „იზრუნეთ...

დაწვრილებითDetails

ცნობილია ავარიაში დაღუპული მძღოლის ვინაობა

by მეგა TV
ივლისი 17, 2026
0
ცნობილია ავარიაში დაღუპული მძღოლის ვინაობა
მთავარი

საგარეჯოში, ტრაგიკულად დაღუპული ავტობუსის მძღოლი, 73 წლის თაზო ბეჟიტაშვილია, ის წარმოშობით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროსთავიდან იყო.   წინასწარი ინფორმაციით, მგზავრობისას ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც მუნიციპალური ავტობუსი, რომელსაც მართავდა, ამობრუნდა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"