“მყინვარული ხეობების კვლევის შედეგებთან დაკავშირებით შვეიცარიული კომპანია GEOTEST-ის ექსპერტ დანიელ ტობლერთან მქონდა შეხვედრა.
მყინვარები არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი სიმდიდრე, თუმცა, გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე, მყინვარებს სტიქიური საფრთხეებიც უკავშირდება, რაც შოვის ტრაგედიამ ორიოდე წლის წინ თითოეულ ჩვენგანს ძალიან მტკივნეულად შეგვახსენა.
კომპანია GEOTEST-ის ექსპერტმა, რომელთანაც მყინვარულ ხეობებში ბუნებრივი საფრთხეების კვლევის მიზნით ხელშეკრულება 2024 წელს გაფორმდა, კვლევის შედეგები დღეს წარმოგვიდგინა.
მსგავსი კვლევა, რომლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით საფრთხეები 22 მყინვარულ ხეობაში შეფასდა, საქართველოში ისტორიაში პირველად განხორციელდა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მყისიერი საფრთხე არ არსებობს, თუმცა დადგენილია ის გეოგრაფიული არეალები, სადაც არის გამოწვევები და რისკების მართვის მიზნით აუცილებელია თანამედროვე მონიტორინგის სისტემების განთავსება.
მონიტორინგის სისტემის განთავსების პროცესი მიმდინარე წლიდან დაიწყება და ეტაპობრივად განხორციელდება. პროცესის კოორდინაციის მიზნით მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმი, სადაც გაერთიანდება ყველა შესაბამისი უწყება, რომლებიც კომპეტენციების შესაბამისად პასუხისმგებელნი იქნებიან პროცესის მართვაზე.”- ვკითხულობთ ირაკლი კობახიძის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე
პირველ სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთი კორპუსის მეათე სართულიდან ნასროლი სკამის დაცემის შედეგად დაშავებული მოზარდის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ვატო ნარსავიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ეტაპობრივად უმჯობესდება. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მძიმე...
ვერძი აქტიური დღე გელით. სამსახურში შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციების ფონზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. კარგი დღეა გეგმების დასალაგებლად და დაწყებული საქმეების დასასრულებლად. ტყუპები კომუნიკაციისთვის წარმატებული...
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:...
ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მანანა ტურფა ნებულიშვილი. "#5 ფილიალის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ძვირფასი კოლეგისა და მეგობრი მანანა ტურფა ნებულიშვილის გარდაცვალების გამო შეუძლებელია სიტყვებით იმ დიდი...
სამართალდამცველებმა "ტიკ-ტოკერი" ზურაბ კენჭიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სასამართლომ 20 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველებმა, მოქალაქე ზურაბ კენჭიაშვილი, სოციალური ქსელ „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით მოქალაქეებისთვის, მათ შორის არასრულწლოვანისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე...
კახეთში 20 წლის ახალგაზრდას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან - ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდანავრცელებს. როგორც ადგილობრივებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი სოციალური...
სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა, საჯავახოს მონაკვეთზე. ინფომრაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით,ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა . შედეგად დაშავდა ერთი ტრაილერის მძღოლი. შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – ნიგერიის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ირანის,...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით,...
გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე 25 წლის კაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის ამინა ბიკბოვა გაგრაში დასასვენებლად იმყოფებოდა. მას შემდეგ,...