ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ წყალტუბოში, ქალაქ ხონში და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და სტადიონების მშენებლობას იწყებს.
შესაბამისი ხელშეკრულება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა, რომელშიც მომსახურების გაწევისა და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 12 თვეა განსაზღვრული.
პროექტების ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები.
ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
ტექნიკური ცენტრები უზრუნველყოფილი იქნება, ასევე, შესაბამისი ინვენტარით და მოედნების მოვლისთვის საჭირო ტექნოლოგიური საშუალებებით.