ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მოკლული 48 წლის კაცი ნოდარ ასაბაშვილია
არსებული ინფორმაციით, მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მისმა კარის მეზობელმა, 51 წლის ლევან ჩიტაშვილმა მიაყენა. დაჭრილი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ადგილობრივების ცნობით, მოკლული და ბრალდებული ერთად მუშაობდნენ და ბოლო პერიოდში დამეგობრდნენ.
მხარეებს შორის დაპირისპირება ახალი წლის ღამეს დაიწყო. მაშინ, როდესაც ასაბაშვილი ჩიტაშვილთან მეკვლედ იმყოფებოდა.
არსებული ვერსიით, კონფლიქტის ძირითადი მიზეზი ქალზე ეჭვიანობა და ამ ფაქტის გარშემო განვითარებული პროცესები გახდა.
როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს რომ რამდენიმე საათის წინ, ჩიტაშვილმა კარის მეზობელს სახლში მიაკითხა და მას დანით მიაყენა ჭრილობა. რის შემდეგაც, თავადვე განაცხადა, რომ მეგობარი დაჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლევან ჩიტაშვილი ცხელ კვალზე დააკავეს და განზრახ მკვლელობას ედავებიან.
ბრალდებული წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
„საქართველოს მოტო ფედერაცია“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს
მოტოსპორტში საქართველოს ორგზის ჩემპიონი და 2025 წლის წრიული რბოლის რეკორდსმენი დავით რობანიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „საქართველოს მოტო ფედერაცია“ ავრცელებს. დავით რობანიშვილი რუსთავის ავტობანზე, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. 'რობანა უდაოდ...










