სუს-ის ყოფილი უფროსის დაკავების პარალელურად მნიშვნელობა ენიჭება ლილუაშვილის ადვოკატის მიერ 2022 წელს გავრცელებული განცხადებას. ადვოკატი ხაზს უსვამდა რომ: “„მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ ეთერებით გავრცელებული ინფორმაცია, ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობასთან, თაღლითურ, კრიმინალურ თუ ფულის მოპარვის სქემებთან ან რაიმე სახის დანაშაულებრივ ჯგუფებთან გრიგოლ ლილუაშვილის კავშირის შესახებ, არის სრული სიცრუე და ცილისწამება.”
გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის მამუკა ღვინიაშვილის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ტელეკომპანიების „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ ეთერებით გავრცელდა ინფორმაცია ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობის, მათი შესაძლო ფიგურანტების და მონაწილეების შესახებ.
გავრცელებული სიუჟეტებით „ქოლ-ცენტრებთან“ შემხებლობაში მყოფ ერთ-ერთ პირად დასახელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.
როგორც გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, ვაცხადებ, რომ „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ ეთერებით გავრცელებული ინფორმაცია, ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობასთან, თაღლითურ, კრიმინალურ თუ ფულის მოპარვის სქემებთან ან რაიმე სახის დანაშაულებრივ ჯგუფებთან გრიგოლ ლილუაშვილის კავშირის შესახებ, არის სრული სიცრუე და ცილისწამება.
აღნიშნული ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელებით შეილახა და ზიანი მიადგა გრიგოლ ლილუაშვილის სახელს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას.
გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ტელეკომპანიების „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“, ასევე, ლევან ხაბეიშვილის მიმართ სასამართლოში წარდგენილია სარჩელი.
სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს: 1) იმ ფაქტების უარყოფა, რომელიც არის სრული სიცრუე და ცილისწამება; 2) მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების სახით სიმბოლურად 1 ლარის დაკისრება.
განვმარტავთ, რომ საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების მხედველობაში მიღებით, სასამართლოში წარდგენილი გვაქვს არგუმენტირებული და დასაბუთებული სარჩელი. სარჩელის წარდგენის მიზანი კი არის ის, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე.
სარჩელთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს მიეწოდებათ მომდევნო კვირას, პრეს-კონფერენციის ფორმატში.
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს: ,,მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლე პირთა საყურადღებოდ! როგორც მოგეხსენებათ, პირველი სექტემბრიდან, ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ “საქართველოს ბანკის” ბარათებითაა შესაძლებელი. აღნიშნული ცვლილების გამო, ქალაქის ტერიტორიაზე...
ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია მის სოციალურ ქსელში ვრცელდება. “დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. გადაყვანილია ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში, დიღომში.“ - წერია ინფორმაციაში. გუშინ, 1 სექტემბერს პოლიციამ ელიზბარაშვილის...
ხონის მუნიციპალიტეტში სოფელ კონტუათში სახლი გაქურდეს. როგორც "მეგა ტვ"-ს წყარო უყვება შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. სახლიდან წაღებულია ფულადი თანხა და საყოფაცხოვრებო ნივთები. ოჯახი სახლში არ იმყოფებოდა. ფაქტზე დაწყებულია გამოიძიება.
„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერებმა 3 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. როგორც პარტიაში აცხადებენ, მაჟორიტარობის კანდიდატებმა საარჩევნო პროგრამა წარადგინეს და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას...
"ავტობუსის მგზავრების 95% „ქართველები იყვნენ“, - ამბობს ავტობუსში მყოფი ერთ-ერთი ოჯახის ნათესავი, რომელმაც ანონიმურობის დაცვა სთხოვა "რადიო თავისუფლებას." ავარია 30 აგვისტოს, გვიან ღამით რუსეთის ფედერალურ ტრასა „კავკაზზე“, ქალაქ ჟელეზნოვოდსკთან და...
საქართველოში ხილული გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების შემოწმებაზე უარის თქმისა თუ თავის არიდების ფაქტებზე შესაძლოა, სანქციები გამკაცრდეს. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია...
აბსურდია, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს და იმდენად სუსტი არგუმენტებია, რომ ვერ წარმომიდგენია, რომ ეს მის თავში დაიბადა - ვფიქრობ, სურს რევოლუციურ პროცესებში წვლილი შეიტანოს, რათა რევოლუციის შემდეგ, იქნებ რაღაც დივიდენდი...
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილების ირგვლივ საუბარი არ გვქონია, არც მას უხსენებია და არც მე დამისვამს ამის ირგვლივ კითხვები, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ...
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, 2026 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9%-ით ანუ 193.7 ლარით გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა. ცნობისთვის,...
არსებობს ბრალი, სამართლებრივი პროცესი და ამას სჭირდება სამართლებრივი პასუხი - ამის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა აჩვენებს, რომ სამართლებრივი პოზიციები არის ხოლმე სუსტი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა,...