LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

პრევენციისთვის საუკეთესო საშუალება არის სასჯელის სათანდოდ მოხდა- ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2025/12/23-ში
45
ნახვა
გაზიარება

ნებისმიერი ადამიანის ციხეში ყოფნა არის ტრაგედია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ზრუნვა პრევენციაზე და პრევენციისთვის საუკეთესო საშუალება არის სასჯელის სათანდოდ მოხდა შესაბამისი დამნაშავე პირების მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ შეწყალების გეგმებთან დაკავშირებილ კითხვაზე აღნიშნა, აქციებზე დაკავებული აქტივისტების შეწყალება არ იგეგმება.

„ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ასეთი გეგმა არ გვაქვს. მინდა გავიხსენო, რომ 2023 წელს, როდესაც იყო მასშტაბური ძალადობის ერთი შემთხვევა, მაშინ სულ ერთი პირი იყო დაკავებული და ისიც მალევე შეიწყალა მაშინდელმა პრეზიდენტმა. მომდევნო წელს იყო ასევე, მასშტაბური ძალადობა და იქ სულ ექვსი პირი იყო დაკავებული და აქედან ნაწილი, თუ სწორად მახსოვს 12 შეიწყალა მაშინდელმა პრეზიდენტმა და მას ჰქონდა ძალიან უარყოფითი ეფექტი. ადამიანებმა დაინახეს, რომ შეიძლება გადაწვა ქალაქი, შეიძლება ცეცხლი წაუკიდო პარლამენტის შენობას, შეიძლება, ცეცხლი წაუკიდო პოლიციელებს, შეიძლება, ქვები დაუშინო, თავი გაუტეხო სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებს და არ დაისჯები. შეიძლება სახელმწიფო ქონება დააზიანო, მანქანები დაწვა, პარლამენტის შენობა დააზიანო, არ დაისჯები. პირველ შემთხვევაში ეს იყო ერთი ადამიანი, შემდეგ ექვსი ადამიანი და ადამიანებს გაუჩნდათ დაუსჯელობის განცდა და ეს ისევ ამ ადამიანებისთვის, ანუ პოტენციური დამნაშავეებისთვის იყო ცუდი, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პრაქტიკის გათვალისწინებით, გამოვიდნენ კიდევ ერთხელ ადამიანები ქუჩაში, ჩაიდინეს დანაშაული და აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა კონკრეტული დანაშაულისთვის. იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს პრევენციული ეფექტი, რომ მომავალში აღარავის გაუჩნდეს ასეთი დანაშაულის ცდუნება, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ სასჯელი იყოს სათანადოდ მოხდილი, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, არავის ციხეში ყოფნა ჩვენ არ გვიხარია, ნებისმიერი ადამიანის ყოფნა ციხეში, როგორი დანაშაულიც არ უნდა იყოს, პოლიტიკურად მოტივირებული იქნება თუ მკვლელობა იქნება, თუ გაუფრთხილებლობით ავტოავარიის შედეგად ადამიანის დაღუპვა და ა.შ. ნებისმიერი ადამიანის ციხეში ყოფნა არის ტრაგედია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ზრუნვა პრევენციაზე და პრევენციისთვის საუკეთესო საშუალება არის სასჯელის სათანადოდ მოხდა შესაბამისი დამნაშავე პირების მიერ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება18

დაკავშირებული -პოსტები

სხვა კომპანიისთვის მორგებული პირობები – რას ედავებიან ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს

იანვარი 27, 2026
20
მთავარი

ცნობილია, რას ედავება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს - ირკვევა, რომ ილია ღუდუშაური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გუგა თავბერიძემ განაცხადა, საქმე ეხება...

დაწვრილებითDetails

საქართველოში სრულად არის დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლება

იანვარი 27, 2026
18
მთავარი

შს მინისტრის  მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვაზე განაცხადა, რომ...

დაწვრილებითDetails

შესაძლოა, სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა – საელჩო განცხადებას ავრცელებს

იანვარი 27, 2026
425
მთავარი

"თუ შეერთებულ შტატებში ნებადართულ დროზე დიდი ხნით დარჩებით, შესაძლოა, სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა. საკონსულო ოფიცრებს აქვთ სრული წვდომა თქვენს საიმიგრაციო ისტორიაზე და შეიტყობენ წარსული დარღვევების შესახებ. "გულწრფელი შეცდომა" არ არსებობს...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

იანვარი 27, 2026
117
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორისა და გლდანი - ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

ინგლისში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იანვარი 27, 2026
45
მთავარი

ინგლისში ქართველი ემიგრანტი, ვახო მინჯია გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია, სოციალურ ქსელში ვრცელდება. ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების შესახებ ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ვრცელდება. მას სამშობლოში ოთხშაბათს ჩამოასვენებენ და ზუგდიდში შაბათს დაკრძალავენ.

დაწვრილებითDetails

საქართველოს საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად კვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

იანვარი 27, 2026
21
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,სარფის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული მ.ზ. და 1981...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მთავრობის მიერ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების, პოლიციის რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მიღებულ ზომებს აღვნიშნავთ – გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მდივანი

იანვარი 27, 2026
22
მთავარი

საქართველოს მთავრობის მიერ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების, პოლიციის რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მიღებულ ზომებს აღვნიშნავთ, - ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მესამე მდივანმა, რუსლან სტროგანოვმა, გაერო-ს...

დაწვრილებითDetails

საქართველომ მშვიდობიანი შეკრების უფლებით სრულად სარგებლობა უნდა უზრუნველყოს – მერი ლოულორი

იანვარი 27, 2026
13
მთავარი

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში გამართული საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვას ეხმაურება. მისი განცხადებით, საქართველოში უფლებადამცველები დაშინების, მუქარისა და...

დაწვრილებითDetails

„მზეჭაბუკი, რომელმაც თან წაიყოლა მზის სითბო და სხივები…“ – ტრაგედია ლანჩხუთში

იანვარი 27, 2026
258
მთავარი

ტრაგედია დატრიალდა ლანჩხუთში. გურია 19 წლის საბა წილოსანს ემშვიდობება. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „მართლაც ვერ მოძებნი სიტყვებს ამ მწუხარების გადმოსაცემად. ამბობენ, მეთორმეტე სართულიდან გადმოვარდაო...“, - წერენ „ფეისბუქზე“.

დაწვრილებითDetails

გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი – კლერ ტუოდე

იანვარი 27, 2026
9
მთავარი

გაათავისუფლეთ პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი, - ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, კლერ ტუოდემ გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში გამართული საქართველოს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».