LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რიტუალი ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად, რომელიც მთვარის დაბნელებაზე უნდა შესრულდეს

“ფინანსური სარგებელი” – როგორი იქნება 15-21 დეკემბრის კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

დაპოსტა 2025/12/15-ში
A A
84
ნახვა
გაზიარება

კვირა მზისა და სატურნის დაძაბული კვადრატურით დაიწყება. ეს პერიოდი, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დაბრკოლებებით ხასიათდება, წარმატებას მოუტანს იმ ადამიანებს, რომლებსაც პასუხისმგებლობების აღების არ ეშინიათ და საკუთარ მიზნებს ნაბიჯ-ნაბიჯ, გააზრებულად მიჰყვებიან. მათ, ვისაც სიახლეების არ შეეშინდება, კარიერულად დაწინაურების შესაძლებლობა ექნება.

მიმდინარე კვირა ყველაზე წარმატებული თხის რქებისა და მერწყულებისთვის იქნება. კარგი პერიოდი აქვთ მშვილდოსნებს, სასწორებსა და ტყუპებს იმისათვის, რომ არსებული სირთულეების სხვა გზით გადაჭრა სცადონ.

ვენერასა და ქირონის ჰარმონიული ტრიგონი კვირის შუა პერიოდში რომანტიკული ცხოვრების გააქტიურებას გამოიწვევს. შაბათს კი მშვილდოსანში ახალი მთვარე გასული წლის მოვლენებზე კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს და პიროვნული ზრდის საშუალებას მოგვცემს. კვირა ვენერასა და სატურნს, ასევე მზესა და ნეპტუნს შორის ორი დაძაბული კვადრატურით დასრულდება, რამაც შესაძლოა, საქმიან და პირად ურთიერთობებში დაბრკოლებები შეგვიქმნას.

უფრო კონკრეტულად, გაგიზიარებთ, როგორი იქნება 15-21 დეკემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის:

ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)

ვერძებს ასტროლოგები ურჩევენ, კვირა ენერგიის დაზოგვის რეჟიმში გაატარონ. მოერიდეთ ახალ პროექტებში ჩართვას. ძველი პროექტებისა და საქმეების განახლების იდეა მომავალ კვირამდე გადადეთ. შეეცადეთ, ხშირად განიტვირთოთ, გაისეირნოთ, საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. ეს პრობლემების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ჯობს, მიმდინარე კვირაში სამსახურსა თუ პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და აქტიურ კომუნიკაციას მოერიდოთ.

კურო (21 აპრილი – 20 მაისი)

მიმდინარე კვირა კუროებს კარგ შესაძლებლობებს ჰპირდება. თუმცა, აუცილებელი პირობაა, რომ კომფორტის ზონიდან გახვიდეთ და ახალ შეთავაზებებზე უარი არ თქვათ. კარიერული წინსვლის შესაძლებლობა გექნებათ. ასევე, არ არის გამორიცხული, მოგზაურობასთან, ცხოვრების განსხვავებული ეტაპის დაგეგმვასთან დაკავშირებითაც კარგი პერსპექტივა გამოჩნდეს. მთავარია, სტაბილურობაზე დროებით უარი თქვათ და სიახლეებისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ.

 

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)

ტყუპებს მიმდინარე კვირაში მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც საკუთარ ბიზნესს აწარმოებს, ფრილანსერად მუშაობს ან სამედიცინო ან მომსახურების ინდუსტრიაშია. დადებითი ცვლილებებია მოსალოდნელი ფინანსურ სფეროში. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას მოერიდოთ. სპორტში ტრავმების რისკი მაღალია.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)

ახალმთვარეობის დროს კირჩხიბები, როგორც წესი, მომატებულ ემოციურობას, სტრესსა და ენერგიის ნაკლებობასა განიცდიან. თუმცა კვირის დანარჩენი ნაწილი საკმაოდ ხელსაყრელი იქნება. კარიერული პერსპექტივების გაუმჯობესება და პარტნიორებისგან სასიამოვნო სიურპრიზების მიღება გელოდებათ. თვითრეალიზაციის ახალი შესაძლებლობები გაჩნდება და წარმატების მიღწევას შეძლებთ.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

ლომებისთვის ეს კვირა ემოციურად დამღლელი იქნება, რადგანაც ბევრი ერთფეროვანი დავალებისა და აქტივობის განხორციელება მოგიწევთ. მკაცრად გაწერილ რუტინაში თვითგამოხატვის ნაკლები შესაძლებლობა გექნებათ. თუ შემოქმედებით საქმიანობაში ხართ, შესაძლოა, შთაგონებისა და იდეების ნაკლებობას განიცდიდეთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მიმდინარე კვირაში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მაქსიმალურად თავიდან აირიდოთ და არსებულ საქმეებზე კონცენტრირდეთ.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

ქალწულები შეიძლება, მოულოდნელად ახალ რომანტიკულ ურთიერთობაში აღმოჩნდნენ. თუმცა, ეს საქმიან ურთიერთობაში წარმატებების მიღწევაში ხელს ნამდვილად არ შეგიშლით. შესაძლოა, ახალი შეთავაზებები მიიღოთ, შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც მიიღოთ, თუმცა, ასტროლოგები გირჩევენ, რომ იმპულსურ გადაწყვეტილებებს მაქსიმალურად მოერიდოთ და სამომავლო გეგმები განსაზღვროთ.

 

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

მიმდინარე კვირაში ნაჩქარევი გადაწყვეტილებების რისკი იზრდება. შესაძლოა, იმპულსურმა შესყიდვებმა დროებითი სიამოვნება მოგანიჭოთ, მაგრამ ამავდროულად, ფინანსური პრობლემები შეგიქმნათ. ამიტომ, თუ არ გსურთ, მომდევნო წელი ფინანსური ვალდებულებებით დაიწყოთ, ჯობს თანხის განაწილებას ყურადღება მიაქციოთ. შუა კვირაში რომანტიკული ურთიერთობები გააქტიურდება. შესაძლოა, თქვენთვის საინტერესო ადამიანს შეხვდეთ ან თუ უკვე ხართ ურთიერთობაში, თქვენი კავშირი ბევრად უფრო ჰარმონიული გახადოთ.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

მორიელები, სავარაუდოდ, ყველა მიმდინარე საქმის მოწესრიგებით იქნებიან დაკავებულნი. როგორც ასტროლოგები ამბობენ, თქვენთვის როგორც საქმეების, ასევე ფიქრების დალაგებისა და მოწესრიგების პერიოდია. ასევე, მათ, ვინც არსებული სამსახურით უკვე ძალიან გადაღლილია, ახალი შეთავაზებები ელოდება. კვირის დასაწყისში კი, შესაძლოა, ახალი ფინანსური შესაძლებლობები გაჩნდეს.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

მშვილდოსნები მიმდინარე კვირას სადღესასწაულო დღეებისთვის მზადების პროცესს დაუთმობენ და სასიამოვნო განწყობას შეიქმნიან. თქვენი კრეატიულობა და ორგანიზაციული უნარები დაგეხმარებათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ. თუმცა, ასტროლოგები გირჩევენ, რომ შაბათ-კვირას ფინანსების კონტროლს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)

თხის რქებს საკმაოდ წარმატებული კვირა ექნებათ, თუ ისინი სამსახურიდან და გარემოდან წამოსულ უმნიშვნელო პროვოკაციებს თავიდან აირიდებენ. არსებულ საქმეებში პროგრესს იგრძნობთ და ამავდროულად, საინტერესო შეთავაზებებსაც მიიღებთ. კვირის მეორე ნახევარში უმჯობესია, დრო დასვენებას დაუთმოთ და საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციოთ.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)

მერწყულებს მიმდინარე კვირაში კარგი შესაძლებლობა ექნებათ, მოაგვარონ ის საქმეები, რომლებიც უკვე დიდი ხანია, გაჭიანურდა და დროულ რეაგირებას ითხოვს. ისინი ოჯახთან, ნათესავებთან დაკავშირებულ საკითხებთან კარგ ალტერნატივას იპოვიან. გარდა ამისა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს კვირა ფინანსების გაუმჯობესების შესაძლებლობას მოგცემთ.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

თევზებმა საქმეების გასაუმჯობესებლად თანდაყოლილი სიფრთხილე გვერდზე უნდა გადადონ. ამ ნიშნის ყველაზე გაბედული წარმომადგენლები კვირის შუა პერიოდში არსებული იღბლიანი შესაძლებლობებითა და შანსებით ისარგებლებენ. მნიშვნელოვანია, სიახლეებზე უარი არ თქვათ და პასუხისმგებლობების აღების არ შეგეშინდეთ როგორც საქმიან, ასევე პირად ურთიერთობებსა და ფინანსურ სფეროში.

წყარო: ბომონდი 

გაზიარება34

დაკავშირებული -პოსტები

ახმეტაში, საბავშვო ბაღის მასწავლებელს ნათია ჭიჭიაშვილს გლოვობენ

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
ახმეტაში, საბავშვო ბაღის მასწავლებელს ნათია ჭიჭიაშვილს გლოვობენ
მთავარი

ახმეტაში, საბავშვო ბაღის მასწავლებელი, ნათია ჭიჭიაშვილი გარდაიცვალა კოლეგების ინფორმაციით, 40 წლის პედაგოგი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა. ჭიჭიაშვილი საბავშვო ბაღში, გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებლად მუშაობდა. მანამდე კი ახმეტაში აიპ...

დაწვრილებითDetails

წყალი 10 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
ქუთაისში 20 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება | ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. კომპანიის ცნობით, საბურთალოს რაიონში, ხატაეთის ქ. N60-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 23:00 დან 3...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 3 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 3 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6922, ევრო – 3.1606, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6065 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფიზიკური პირი რ. ო. საკუთარ ეზოში, კუსტარულად მოწყობილ...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული 17 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – განცხადება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 2, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
მთავარი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობელთა ორგანიზაციის ინფორმაციით, გარდაიცვალა 17 წლის ავთანდილ ბრეგაძე. დიდი მწუხარებით გვსურს გაცნობოთ რომ გარდაიცვალა დიუშენით დაავადებული პაციენტი 17 წლის ავთანდილ ბრეგაძე, ჩვენი ორგანიზაციის მებრძოლი წევრი,...

დაწვრილებითDetails

“” გიო, ჩემო “წერტილა””-საფრანგეთში ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 2, 2026
0
“” გიო, ჩემო “წერტილა””-საფრანგეთში ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა
მთავარი

საფრანგეთში ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალა გარდაცვლილი 30 წლის გიორგი გოგიშვილია, რომელიც წარმოშობით აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარნიდან იყო. მას მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან: " გიო.ჩემო წერტილა. რა მოგივიდა ჩემო კარგო ბიჭო.რა მოხდა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის აეროპორტში ძალიან მძიმე ფაქტის მომსწრე გავხდი- რას წერს მოქალაქე

by თამარა ქავთარაძე
მარტი 2, 2026
0
უკრაინაში მებრძოლი ქართველები კოპიტნარის აეროპორტში დააკავეს
მთავარი

"გუშინ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძალიან მძიმე და შემაშფოთებელი ფაქტის მომსწრე გავხდი. ბათუმის მიმართულებით მიმავალ ავტობუსში ჩასხდომის შემდეგ, სანამ ავტობუსი დაიძვრებოდა, მძღოლი, ახალგაზრდა კაცი ეცრად ცუდად გახდა. ადგილზე მყოფმა ადამიანებმა დაუყოვნებლივ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში აქსესუარების მაღაზია გაქურდეს

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
ქუთაისში აქსესუარების მაღაზია გაქურდეს
მთავარი

ქუთაისში მაღაზია "რონიკო" გაქურდეს. შემთხვევა ღამით მოხდა. როგორც "მეგა ტვ"-ს აცნობეს გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე აქსესუარების მაღაზიაში არასრულწლოვნები შეიჭრნენ, მათ შესასვლელი კარის მინა ჩაამსხვირეს. მოზარდებმა 10-მდე ძვირადღირებული საათი წაიღეს. მიმდინარეობს გამოძიება.

დაწვრილებითDetails

“კახა კალაძე შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუ-დაბიში, ჯერჯერობით ვერ ახერხებს გამოფრენას”- თბილისის მერიის პრესსამსახური

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

თბილისის მერი, კახა კალაძე აბუ-დაბიში იმყოფება და შექმნილი მდგომარეობის გამო, ამ დროისთვის, საქართველოში ჩამოფრენას ვერ ახერხებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. „თბილისის მერი შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუ-დაბიში. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ვერ...

დაწვრილებითDetails

“სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის რესპუბლიკას”- მთავრობა

by მეგა TV
მარტი 2, 2026
0
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"