ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ მაგისტრალზე – სოფელ ახალკახათთან მანქანა გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა გოგოა დაშავებული. “პირელების” ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
წყარო: tvpirveli.ge











