თერჯოლელი სპორტსმენი რეზი გაჩეჩილაძე ”ალპაგუტ გრეპლინგᲨი ” მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი გახდა.
რეზი გაჩეჩილაძემ 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე 2 შეხვედრა მოიგო. პირველ შეხვედრაში ყაზახი მოჭიდავე, ხოლო მეორეში მაროკოელი მებრძოლი დაამარცხა. იმერელმა სპორტსმენმა ფინალი აზერბაიჯანელ მეტოქესთან წააგო.
მსოფლიო Ჩემპიონატი ალპაგუტში, თურქეთში, ქალაქ ბურსაში 4-7 დეკემბერს ჩატარდა.










