წყალტუბოში აფხაზეთის ქუჩზე 4 ნომერი კორპუსისი ფასადის ნაწილი ჩამოიშალა, დაზიანებულია მანქანა. როგორც ადგილობრივი მეგა ტვ-ს უყვება ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა დევნილთა დასახლებაში ახლად აშენებული კორპუსიდან ფასადის ნაწილები ცვივა. როგორც მოქალაქეები აცხადებენ შემთხვევას სასწაულებრივად გადაურჩნენ:
” ორი წელია რაც აშენებულია ეს კორპუსი და უკვე ჩამოშლა დაიწყო. პირველ ჯერზე დევნილთა სამინისტროდან მოვიდნენ და უბრალოდ ფოტოები გადაიღეს , აღწერეს და წავიდნენ , ახლა პოლიციასაც დავურეკეთ, მაგრამ ყველა თავიდან იცილებს პასუხისმგებლობას. მერიაში გვეუბნებიან რომ მათ ეს საკითხი არ ეხებათ , დევნილთა დეპარტამენტში კი მითხრეს, რომ უფროს გავსაუბრებოდი, რომელიც არ იმყოფებოდა სამსახურში. როგორ უნდა მოვიქცეთ არ ვიცი, მადლობა ღმერთს, რომ ბავშვი არ იმყოფებოდა იქ და რაიმე არ დაემართა …” ამბობს დაზიანებული მანქანის მფლობელი.










