LIVE TV
ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ეს არ იყო მუდმივი სამსახური-” სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა შეჩერდება

დაპოსტა 2025/12/03-ში
413
ნახვა
გაზიარება

ეს არ იყო მუდმივი სამსახური, კონკრეტული ვადით იყო შემოფარგლული და ყველამ იცოდა, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ ეს სამსახური აღარ იქნებოდა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც 2026 წლიდან სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამის შეჩერებას შეეხებოდა.

კაკაურიძის განმარტებით, პროგრამის დაწყებისას და დღეს სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავდება როგორც შრომის ბაზარზე მოთხოვნის თვალსაზრისით, ასევე განსხვავებულია ზოგადად, ეკონომიკური ტენდენციები.

„სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა იყო 2021 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო. პროგრამის 4-წლიანი ციკლი იყო. თუ ეკონომიკურ სიტუაციას შევხედავთ – რა იყო 2021 წელს და რა გვაქვს დღეს, აბსოლუტურად განსხვავდება როგორც შრომის ბაზარზე მოთხოვნა, ასევე ზოგადად, ეკონომიკური ტენდენციები. მაშინ, კოვიდის შემდგომ პერიოდში, იყო საკმაოდ გაზრდილი უმუშევრობის მაჩვენებელი. ხოლო, დღეის მდგომარეობით, ვხედავთ, რომ შრომის ბაზარზე არაერთი მიმართულებითაა შრომის დეფიციტი, რაც კერძო სექტორისთვის გამოწვევას წარმოადგენს. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გაუქმდეს ეს პროგრამა და ვისაც კერძო სექტორში დასაქმება სურს, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, მათი გადამზადების გზით, ხელი შევუწყოთ მათ კერძო სექტორში დასაქმებას”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კითხვაზე, რა ბედი ელით ადამიანებს, რომლებიც ამ პროგრამით უკვე დასაქმებული არიან, კაკაურიძემ განმარტა, რომ ვინც დასაქმებულები არიან, შესაბამისი ვადის ამოწურვამდე იქნებიან დასაქმებული.

„ეს არ იყო მუდმივი სამსახური, კონკრეტული ვადით იყო შემოფარგლული და ყველამ იცოდა, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ ეს სამსახური აღარ იქნებოდა”, – აღნიშნა კაკაურიძემ.

კითხვაზე, მუშახელის რა რაოდენობის დეფიციტია ქვეყანაში, კაკაურიძემ უპასუხა, რომ როცა ეკონომიკა იზრდება მეტი სამუშაო ადგილის მოთხოვნაა და არსებული მუშახელი ვერ აკმაყოფილებს სამუშაო ადგილების რაოდენობას.

კაკაურიძის თქმით, ემიგრაციაც პრობლემაა, რადგან ემიგრაციაში წასული ხალხი საქართველოს შრომით ბაზარზე დღეს არ არის.

„ტურისტულ სექტორშიც სერიოზული დეფიციტია მუშახელის… როცა ეკონომიკა იზრდება მეტი სამუშაო ადგილის მოთხოვნაა და არსებული მუშახელი ვერ აკმაყოფილებს სამუშაო ადგილების რაოდენობას. სამწუხაროდ, კვალიფიციური მუშახელია სერიოზული პრობლემაა. მათ შორის, ემიგრაციაც პრობლემაა, რადგან ემიგრაციაში წასული ხალხი საქართველოს შრომით ბაზარზე არ არის დღეს”, – განაცხადა კაკაურიძემ.

ცნობისთვის, დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა. სოციალურად დაუცველებს ხელისუფლებამ საჯარო სამსახურებში დასაქმება შესთავაზა შემწეობის 4 წლის განმავლობაში შენარჩუნების პარალელურად. ნებისმიერ ასეთ სამუშაო ადგილზე ხელფასი 300 ლარი იყო.

გაზიარება165

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის კურსი

იანვარი 28, 2026
6
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6932 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს” – შალვა პაპუაშვილი

იანვარი 28, 2026
10
მთავარი

ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს - ვინც არ აღიარებს, ის საქართველოს კონსტიტუციას მტრობს და რა თქმა უნდა, რთული იქნება, ასეთი დებატების მონაწილეები ვიყოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დებატებზე საუბრისას...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

იანვარი 28, 2026
7
მთავარი

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გელა უძილაურის მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლითაც მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, უცვლელად ძალაში დატოვა. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით...

დაწვრილებითDetails

გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 წლის აიდა კურბანოვა დაიღუპა

იანვარი 28, 2026
116
მთავარი

18 წელში ჩატეული სიცოცხლე… გუშინ გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 წლის აიდა კურბანოვა დაიღუპა. გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. MarneuliNews.ge-ის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი 18 წლის გოგოს  მაშინ დაეჯახა, როდესაც ის  გზის...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, საბავშვო ბაღში სახანძრო გამოიძახეს – ვითარება ადგილზე

იანვარი 28, 2026
219
მთავარი

ზუგდიდის მე-6 საბავშვო ბაღში დაკვამლიანება იყო. სავარაუდო მიზეზი, ძველი ელექტრო გაყვანილობის კაბელებია. ამავე შენობაში ცხოვრობენ აფხაზეთიდან დევნილებიც. საბავშვო ბაღიდან აღსაზრდელების ევაკუაცია დროზე მოხდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და პირველადი გადაუდებელი დახმარების ბრიგადა...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ილია ღუდუშაურის საქმეზე, განცხადებას ავრცელებს

იანვარი 28, 2026
104
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია...

დაწვრილებითDetails

„ჯერ ბეტონის ბორდიურს შეეჯახა შემდეგ ქვეითს“ – ავარია იმერეთში

იანვარი 28, 2026
2.6k
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია -1977 წელს დაბადებული ზ.ს. დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე...

დაწვრილებითDetails

“საქართველოში შეისწავლეს ღამურები…იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი”- ივანე ჩხაიძე

იანვარი 28, 2026
662
მთავარი

საქართველოში შეისწავლეს ღამურები და ამ ღამურებში „ნიპას“ ვირუსი ნანახი არ იყო - რაც შეეხება სიმპტომებს, იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი, მაგრამ შემდეგ წინა პლანზე გამოდის თავის ტვინის დაზიანება, - ამის შესახებ იაშვილის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირება იწყება

იანვარი 28, 2026
239
მთავარი

ქუთაისში, რიონის სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირება იწყებაინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ, რიონის სანაპიროზე, თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას იწყებს.პროექტის მიზანია ქალაქში შეიქმნას ახალი სივრცე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა...

დაწვრილებითDetails

მდინარე ჩაკეტა მთის ფერდობიდან ჩასულმა მიწამ- მდგომარეობა ხარაგაულში

იანვარი 28, 2026
288
მთავარი

"27.01.2026 ხარაგაული, სოფელი ხემაღალი და ღვერკი. დაგუბება რკინიგზის მთავარი მაგისტრალის თავზე. მანძილი რკინიგზიდან 200-250 მ. ამ დაგუბების ნაწილი ვიდეოში არ ჩანს. სიღრმე დაახლოებით 10 -15 მ. სიგრძე 700+ მ. სიგანეც...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».