2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამა აღარ გაგრძელდება

“შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის ფარგლებში, პროექტის წინა ვერსიით გათვალისწინებული იყო საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ასიგნებები. აღნიშნულ ქვეპროგრამას მიმდინარე წელს შეუსრულდა 4-წლიანი ციკლი, რაც თავდაპირველად იყო დაგეგმილი. ამავდროულად, ბოლო წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად ფიქსირდება სამუშაო ძალის დეფიციტი შრომის ბაზარზე. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა მომდევნო პერიოდში აღარ გაგრძელდეს პროგრამა არსებული სტრუქტურით და მის ბენეფიციარებს სხვადასხვა გადამზადების პროგრამებით ხელი შეეწყოს კერძო სექტორში დასაქმების მიმართულებით“ | აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა. სოციალურად დაუცველებს ხელისუფლებამ საჯარო სამსახურებში დასაქმება შესთავაზა შემწეობის 4 წლის განმავლობაში შენარჩუნების პარალელურად. ნებისმიერ ასეთ სამუშაო ადგილზე ხელფასი 300 ლარი იყო.