“ამა წლის 30 ნოემბერს საღამოს 19 საათსა და 30 წუთზე წყალტუბოს სასწრაფოს არცერთი ბრიგადა არ იყო ადგილზე სხვადასხვა გამოძახებების გამო, აუცილებელი გახდა ქუთაისის ბრიგადის გამოძახება,მაგრამ სამწუხაროდ პაციენტს ცოცხალს ვერ მოუსწრებდნენ. ღმერთმა არ გაგვწირა და მოულოდნელად გამოძახებიდან დაბრუნებული ბრიგადა მოადგა სასწრაფო დახმარების შენობას, ისე რომ არც გაჩერებულან უკან გამომყვენენ და გამოძახება გზაზე მიიღეს. იდგა წამები ადამიანის სიცოცხლის,რომელიც ფაქტობრივად იატსკზე ეგდო უშუქო ოთახში,სასწრაფოს ექიმი გიორგი მაისურაძე არ დაბნეულა , ტელეფონის განათებაზე დაიწყო მუშაობა,როცა დაიძახა გლუკოზა 20 !!! ,იმწამსვე მივხვდი,რომ ვსიო სიკვდილი იყო დამდგარი,ექიმის ბრძოლას საზღვრები არ ქონდა,მან ექთანს არ დაანება ის საქმე რაც ექთნის მოვალეობაში შედიოდა,ამ ადამიანმა რა შეძლო და როგორ არ ვიცი,მაგრამ სასწაული მოახდინა. მადლობას ვუხდი მას . წყალტუბოელებო ღმერთმა დაგიფაროდ ცუდი საქმისგან,მაგრამ იცოდეთ წყალტუბოს სასწრაფო დახმარებას ყავს ექიმი გიორგი მაისურაძე,
რომელიც სასწაულებს ახდენს.დიდი პატივი მას ჩემგან.”- წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში