LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
შუბლის არეში დაარტყა მუშტი- მასწავლებლის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას აქვეყნებს 

შუბლის არეში დაარტყა მუშტი- მასწავლებლის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას აქვეყნებს 

დაპოსტა 2025/11/20-ში
A A
640
ნახვა
გაზიარება
მასწავლებლის გიგა ავალიანის  გარდაცვალების საქმესთან დაკაშირებით პროკურატურა ინფორმაციას აქვეყნებს
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში გიგა ავალიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად მისი სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე.
➡️ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 01 ოქტომბერს, 22:15 საათზე, არასრულწლოვანები ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე, ალექსანდრე გაბაშვილის მეგობარ გოგონასთან კომუნიკაციისთვის ეჭვიანობის გამო, უკან გაჰყვნენ ქ.თბილისში, ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მიკრო-რაიონის მე-5 კვარტლის კორპუს N25-ში მდებარე სასწავლო ცენტრიდან გამოსულ გიგა ავალიანს. დაახლოებით 800 მეტრის გავლის შემდეგ 22:20 საათზე, ალექსანდრე გაბაშვილი მიუახლოვდა გიგა ავალიანს და შემობრუნებისთანავე შუბლის არეში დაარტყა მუშტი, რასაც მისი თანმხლები გიორგი რიკაძე ტელეფონით იღებდა. დარტყმისთანავე გიგა ავალიანი დაეცა და გონება დაკარგა, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
➡️ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაფიქსირებულია ბრალდებულ გიორგი რიკაძის ტელეფონში არსებული და მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებით, სადაც ასევე ჩანს დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულების მიმალვა შემთხვევის ადგილიდან და ისმის მათი საუბარიც.
➡️ ამის შემდეგ, ბრალდებულებმა მიმდებარე ტერიტორია ტაქსით დატოვეს. დაკითხულია ტაქსის მძღოლიც, რომელიც დეტალურად იხსენებს ბრალდებულების საუბარს მომხდარი დანაშაულის შესახებ.
➡️ დანაშაულებრივი ფაქტიდან 23 დღის შემდეგ, 2025 წლის 24 ოქტომბერს გიგა ავალიანი მიღებული დაზიანების შედეგად სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
➡️ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გიგა ავალიანის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით.
➡️ ალექსანდრე გაბაშვილს წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
➡️ გიორგი რიკაძეს წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
➡️ ორივე ბრალდებულს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვს პატიმრობა.
➡️ ბოლო დღეების განმავლობაში დაისვა კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ არ არის დაკავებული აღნიშნულ საქმეზე დამატებით სხვა რამდენიმე პირი. საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდნენ, რაც უტყუარად დასტურდება არსებული ვიდეოჩანაწერებით.
➡️ აქვე განვმარტავთ, რომ ცალკე წარმოებად გამოყოფილია დამატებითი საქმე, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობით გამოძიება გრძელდება და იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება რომელიმე სხვა პირის პასუხისმგებლობის საფუძველი, იქნება ეს დანაშაულის ორგანიზებისა თუ სხვა ნებისმიერი დანაშაულებრივი მიმართულებით, ბუნებრივია ბრალდების მხარის მიერ მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
გაზიარება256

დაკავშირებული -პოსტები

სეტყვა, ძლიერი ქარი, შტორმი – გაფრთხილება მოსახლეობას

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

7 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია დრო­გა­მოშ­ვე­ბით ნა­ლე­ქი, და­სავ­ლე­თის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში, ხოლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში - შიდა ქარ­თლში, ასე­ვე მთი­ან და მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში ზო­გან ძლი­ე­რი ინ­ტენ­სი­ვო­ბის. შე­საძ­ლე­ბე­ლია ელ­ჭე­ქი და სე­ტყვა, ზღვა­ზე 4-5 ბა­ლი­ა­ნი შტორ­მი....

დაწვრილებითDetails

ავა­რი­ას ემსხვერ­პლა ჩვე­ნი სიძე ვა­ლე­რი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ხოლო მისი მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ – თბილისი-მოსკოვის რეისზე, ავარიის დროს დაღუპულის ოჯახს დახმარება სჭირდება

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
ავა­რი­ას ემსხვერ­პლა ჩვე­ნი სიძე ვა­ლე­რი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ხოლო მისი მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ – თბილისი-მოსკოვის რეისზე, ავარიის დროს დაღუპულის ოჯახს დახმარება სჭირდება
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და რამ­დე­ნი­მე დღის წინ რუ­სეთ­ში, სტავ­რო­პო­ლის მხა­რე­ში, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­დან მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­ბუ­სი "კა­მა­ზის" მარ­კის სატ­ვირ­თოს შე­ე­ჯა­ხა და თხრილ­ში გა­და­ვარ­და, რის შე­დე­გა­დაც კი 7 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ერთ-ერთი და­ღუ­პუ­ლი ვა­ლე­რი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნია, რომ­ლის...

დაწვრილებითDetails

„დნმ-ის დაზიანების რისკი“ – შებოლილი არომატიზატორები აიკრძალა

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
„დნმ-ის დაზიანების რისკი“ – შებოლილი არომატიზატორები აიკრძალა
მთავარი

2026 წლის 1 ივლისიდან ევროკავშირში საკვები პროდუქტების უმეტესობაში გარკვეული შებოლილი არომატიზატორების გამოყენება აღარ შეიძლება. შეზღუდვა შეეხო ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: ჩიფსები, სხვადასხვა ხემსი, BBQ და გრილის სოუსები, მზა სუპები და კერძები,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ახალგაზრდებს ნარკობიზნესში ჩართვას ტელეგრამ არხებზე სთავაზობენ

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
საქართველოში ახალგაზრდებს ნარკობიზნესში ჩართვას ტელეგრამ არხებზე სთავაზობენ
მთავარი

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო-მასალა, სადაც ჩანს, რომ სავარაუდოდ ნარკორეალიზატორები დანაშაულებრივ სქემაში ახალგაზრდების ჩათრევას მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ ცდილობენ. ე.წ. დამდებებს ტელეგრამ არხებზე ეძებენ და მათ კვირაში 1500 დოლარს სთავაზობენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ საქართველოში ნარკოტიკების...

დაწვრილებითDetails

ნეპალში, ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ერთი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
ნეპალში, ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ერთი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს
მთავარი

ნეპალში, ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ერთი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ნეპალში, სტიქიიდან 10 დღის შემდეგ, ზემო ტრიშული-1 ჰიდროელექტროსადგურის გვირაბში ჩარჩენილი ჩინეთის მოქალაქე ცოცხლად ამოიყვანეს. გადარჩენილი ჩინეთის მოქალაქე ნეპალის არმიამ...

დაწვრილებითDetails

“ქართულმა ოცნებამ” ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
“ქართულმა ოცნებამ” ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
მთავარი

საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ამომრჩეველთან შეხვედრა გაიმართა ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები: ვაჟა ხელაძე, ნანული ხინიკაძე, ირაკლი...

დაწვრილებითDetails

ცნობილია თუშეთში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
ცნობილია თუშეთში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა
მთავარი

თუშეთში მომხდარი  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად,  34 წლის სიმონ ხეჩაშვილი გარდაიცვალა. მამაკაცი წარმოშობით ახალციხიდან არის და თუშეთში, ჰესის თანამაშრომელი იყო. ავარია სოფელ ქვემო ომალოში, ვიზიტორთა ცენტრსა და პოლიციას შორის ტერიტორიაზე მოხდა....

დაწვრილებითDetails

შუალედური არჩევნების ჩატარებაზე 1 მილიონ 117 ათასი ლარი დაიხარჯება

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
ქუთაისში ამ ეტაპზე 11 390-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა
მთავარი

3 ოქტომბერს ოთხ მუნიციპალიტეტში გასამართი საკრებულოების შუალედური არჩევნები სახელმწიფო ბიუჯეტს 1 მილიონ 117 ათასი ლარი დაუჯდება. თანხა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი....

დაწვრილებითDetails

დაურეკეს ჩემს კოლეგებს და უთხრეს, რომ ნინი შერმადინის მკვლელობა იგეგმება – რას ამბობს მომღერალი

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
„თუ მოვიგებ, მოგებულ თანხას ლევანის ხსოვნისთვის, მთლიანად ქველმოქმედებას მოვახმარ“ – რას წერს ნინი შერმადინი
მთავარი

"დაურეკეს ჩემს კოლეგებს და უთხრეს, რომ ნინი შერმადინის მკვლელობა იგეგმება" - ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ამბობს, რომ ამერიკულ სამართალდამცავ უწყებებს უკვე მიმართა.

დაწვრილებითDetails

სტიქიაა ხარაგაულში

by მეგა TV
სექტემბერი 5, 2026
0
სტიქიაა ხარაგაულში
მთავარი

სტიქიის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შეიქმნა. ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა ნაშალი ქვის, ღორღისა და მიწის მასა სოფლების ცენტრალურ და საუბნო გზებზე ჩამოიტანა, რის გამოც ცალკეულ მონაკვეთებზე გადაადგილება...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"