LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

სამტრედიაში წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

დაპოსტა 2025/11/19-ში
115
ნახვა
გაზიარება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ სამტრედიის წყალარინებისა და სანიაღვრე ინფრასტრუქტურის მასშტაბურ მშენებლობას იწყებს.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი შონიამ და კონტრაქტორი კომპანია – „JV of YDA Insaat San. Ve Tic. A.S. & MITAS Prj. Ins. Teks. ve San. Ver Tic. A.S“ის წარმომადგენელმა ოზჯან ჩაქმაქმა მოაწერეს.

პროექტი ითვალისწინებს ქალაქის მთავარი კოლექტორის დაახლოებით 5 კმ-იანი მონაკვეთის აშენებას, 4 მთავარი სატუმბი სადგურისა და 12-მდე მიკრო ამწევი სადგურის მოწყობას, რაც უზრუნველყოფს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას რთული რელიეფის პირობებშიც.

ასევე, დაგეგმილია დაახლოებით 140 კმ გრავიტაციული საკანალიზაციო ქსელისა და დამატებით 3 კმ წნევითი მილსადენის მოწყობა.

სანიაღვრე ინფრასტრუქტურის გაძლიერების მიზნით, აშენდება დაახლოებით 5.6 კმ გოფრირებული მილები, რეაბილიტირდება და ახლით ჩანაცვლდება 21 კმ-მდე ბეტონის სანიაღვრე არხი, ხოლო არსებული არხების დაახლოებით 3 კმ მონაკვეთი გაიწმინდება და განახლდება.

სამუშაოების ფარგლებში, ასევე მოეწყობა ახალი ბეტონის ჭები და თვითდენითი ჩამშვები ნაგებობები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყალგამტარი სისტემების გამძლეობასა და ეფექტიანობას.

ქალაქ სამტრედიაში წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2027 წელს იგეგმება, რის შემდეგაც გაგრძელდება ერთწლიანი დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი.

პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 51 მილიონ ევროზე მეტია.

გაზიარება46

დაკავშირებული -პოსტები

იმერეთში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

იანვარი 29, 2026
0
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გურიაში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს. სამართალდამრღვევებმა ოზურგეთის, სამტრედიის, ყაზბეგისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში,  სპეციალური ტექნიკის...

დაწვრილებითDetails

“ლხინი უბედურებად გადაიქცა…“ – რას ჰყვებიან მარნეულში მომხდარ ავარიაზე

იანვარი 29, 2026
8
მთავარი

მარნეულის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ბაიდარში მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ორი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. დაღუპულები არიან 23 წლის...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

იანვარი 29, 2026
1
მთავარი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. "შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით...

დაწვრილებითDetails

„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“

იანვარი 29, 2026
4
მთავარი

პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის მიმართ სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი დააკავა - ინფორმაციას შსს ავრცელებს. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი...

დაწვრილებითDetails

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

იანვარი 29, 2026
0
მთავარი

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს და მგზავრებს აფრთხილებს: როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კონტრაქტორი კომპანიის “სილქნეტის” ოპტიკური სადენის დაზიანების გამო, დღეს დილიდან, დედაქალაქში განთავსებული ელექტრო ტაბლოები მუშაობს შეფერხებით „შეფერხება ფიქსირდება ასევე კომპანიის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

იანვარი 29, 2026
17
მთავარი

იმერეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული კ.გ....

დაწვრილებითDetails

29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 29, 2026
360
მთავარი

29 იანვარი — შემაჯამებელი დღე   ხუთშაბათი ხელსაყრელია მათთვის, ვისაც ცვლილებების არ ეშინია, ხოლო პრობლემური იქნება მათთვის, ვინც წარსულს ებღაუჭება.   დღის პროგნოზი ნიშნების მიხედვით:   ვერძი — ვარსკვლავები თქვენს...

დაწვრილებითDetails

ფირის ფოტოგრაფია „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ – რეზი ყენიას ფოტოამბავი

იანვარი 28, 2026
21
მთავარი

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამრავლება და მათი ბუნებრივ ჰაბიტატში დაბრუნებაა. რეკრეაციული ფერმა ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ბუნებასთან სიახლოვე უყვარს, ახალი სანახაობა იზიდავს. მრავალფეროვანი ლანდშაფტი და...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი

იანვარი 28, 2026
147
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6932 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს” – შალვა პაპუაშვილი

იანვარი 28, 2026
22
მთავარი

ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს - ვინც არ აღიარებს, ის საქართველოს კონსტიტუციას მტრობს და რა თქმა უნდა, რთული იქნება, ასეთი დებატების მონაწილეები ვიყოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დებატებზე საუბრისას...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».