გარდაიცვალა ბორის გოგიჩაიშვილი, რომელიც გორის ,,ვისკის” საქმეზე იყო დაკავებული და გირაო ჰქონდა შეფარდებული. გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გორის მერიის სპორტის სააგენტოში დაგვიდასტურეს.

ბორის გოგიჩაიშვილი საპატიმროდან სამედიცინო დაწესებულებაში იყო გადაყვანილი. მას სიმსივნე ჰქონდა.

იგი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ძიუდოში, ხელმძღვანელობდა შიდა ქართლის ძიუდოს ფედერაციას. იყო გორის მუნიციპალტეტის საკრებულოს დეპუტატი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კუსტარული ქარხნის დალუქვის შესახებ ინფორმაცია , 17 სექტემბერს გაავრცელა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ეს უკანონო ქარხანა წლების განმავლობაში მუშაობდა და მათ ახლა 75 ათასზე მეტი ბოთლი სასმელი, ასევე 318 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტიც ამოიღეს.