ირლანდიიდან 45 ზრდასრული და 7 ბავშვი დეპორტირდა — ამ ინფორმაციას ირლანდიის იუსტიციის მინისტრი ადასტურებს.
ჯიმ ო’ქალაჰანის თქმით, სულ დეპორტირებულია საქართველოს 52 მოქალაქე — 35 მამაკაცი, 10 ქალი და 7 ბავშვი — ისინი სპეციალური ჩარტერული რეისით დაადეპორტეს , რომელიც დუბლინიდან ორშაბათს საღამოს 9:30-ზე გაფრინდა. ✈️
რეისი თბილისში სამშაბათს დილით, ირლანდიის დროით 2:30-ზე დაეშვა. 🇬🇪
ბოლო ოპერაციის შედეგად, წელს ჩარტერული რეისებით დეპორტირებულთა საერთო რაოდენობა 205 ადამიანს მიაღწია. ✈️
დამატებით, 146 ადამიანი ირლანდიიდან კომერციული რეისებით გააძევეს.
📅 იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, 2025 წელი იქნება ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი დეპორტაციების რაოდენობის მქონე წელი — როგორც ჩარტერული, ისე კომერციული რეისებით.
სამშაბათს ჯიმ ო’ქალაჰანმა აღნიშნა, რომ დეპორტაციები „მნიშვნელოვან როლს“ ასრულებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ „არ დაირღვეს ქვეყნის იმიგრაციის სისტემა და ადამიანები მიჰყვნენ ლეგალური მიგრაციის არსებულ გზებს.“
👉 „დღევანდელი ოპერაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩემს ერთგულებას ამ მიმართულებით,“ — განაცხადა მინისტრმა.










