LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისში მუნის შემთხვევები დაფიქსირდა – რა რეკომენდაციას გვაძლევენ მედიკოსები

ქუთაისში მუნის შემთხვევები დაფიქსირდა – რა რეკომენდაციას გვაძლევენ მედიკოსები

დაპოსტა 2025/11/04-ში
A A
2.6k
ნახვა
გაზიარება
ქუთაისში მუნის შემთხვევები დაფიქსირდა.  სკაბიესის, ე.წ. მუნის  შემთხვებზე საუბრობენ სკოლებში და ბაღებში. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ინფორმაციით  სკაბიესის შემთხვევა დაფიქსირდა სამ სხვადასხვა სკოლაში , სამ სხვადასხვა მოსწავლეში , დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციების დაცვით სკოლის ექიმის ჩართულობით, მიღებულია შესაბამისი ზომები- აცხადებენ  უწყებაში.
ოფიციალური სტატისტიკისთვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსაც მივმართეთ, თუმცა როგორც უწყებაში განგვიცხადეს, ისინი ე.წ. მუნის შემთხვევების სტატისტიკას არ აღრიცხავენ.- წყარო: mshoblebi.ge

ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი  რეკომენდაციებს ავრცელებს:

🏥ბოლო პერიოდში გახშირდა დაავადება მუნი (ბღერი) რა უნდა ვიცოდეთ დაავადების შესახებ

🧬 მუნი (ბღერი) — Scabies
მუნი — ეს არის გადამდები პარაზიტული კანის დაავადება, რომლის გამომწვევია ტკიპა Sarcoptes scabiei var. hominis.
დაავადების მექანიზმი უკავშირდება ტკიპის შეღწევას კანის ზედაპირულ ფენებში, სადაც იგი დებს კვერცხებს.
📍 გადაცემის გზა
მუნი გადაეცემა ძირითადად:
უშუალო, ხანგრძლივი კანთან კონტაქტით დაავადებულ პირთან;
იშვიათად — არაპირდაპირად, საერთო ტანსაცმლის, საწოლის თეთრეულის ან პირსახოცის გამოყენებით.
ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს ადამიანთა თავშეყრის ადგილები საცხოვრებელ სივრცეში (ოჯახები, ბაღები, სკოლები, კოლექტიური დაწესებულებები).
⚕️ კლინიკური სურათი
მთავარი სიმპტომებია:
ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამით;
კანზე წვრილი წითელი გამონაყარი
ტიპიური ლოკალიზაციაა:
👉 თითებს შორის, მაჯები, იდაყვები, იღლიები, მუცელი, დუნდულოები, ქალებში მკერდის არე, მამაკაცებში სასქესო ორგანოები.
ხშირად ქავილი გრძელდება მკურნალობის დასრულების შემდეგაც, რაც გამოწვეულია ორგანიზმის ალერგიული რეაქციით ტკიპის ნარჩენებზე.
🧫 დიაგნოზის
დადგენა ხდება:
კლინიკური ნიშნების შეფასებით (ქავილი, გამონაყარი, ტიპური ლოკალიზაცია) თუმცა ვხვდებით ატიპიურად მიმდინარესაც
საჭიროების შემთხვევაში ტარდება მიკროსკოპიული გამოკვლევა, რომლითაც შესაძლებელია ტკიპის ან მისი კვერცხების აღმოჩენა კანის ზედაპირზე
💊 მკურნალობა
მკურნალობის მიზანია პარაზიტის სრული ელიმინაცია.
ტარდება ადგილობრივი ან ზოგადი ანტიპარაზიტული თერაპია:
პერმეტრინის 5%-იანი კრემი – ძირითადად პირველი არჩევანია;
ბენზილბენზოატის ემულსია…
მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს არა მხოლოდ დაავადებულს, არამედ მის ი ოჯახის ყველა წევრს, პარტნიორებს და სხვას.
საჭიროა ტანსაცმლისა და თეთრეულის დეზინფექცია — გარეცხვა მინიმუმ 60°C ტემპერატურაზე
🧍‍♀️ პროფილაქტიკა
პირადი ჰიგიენის დაცვა;
საერთო ტანსაცმლისა და თეთრეულის არ გამოყენება;
ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში დროული კონსულტაცია დერმატოლოგთან;
სკოლებში და კოლექტიურ დაწესებულებებში — პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება
📈 ეპიდემიოლოგიური ტენდენცია
ბოლო თვეებში საქართველოში დაფიქსირდა მუნის შემთხვევების მატება — განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში.
დერმატოლოგების შეფასებით, შემთხვევათა გახშირება შეიძლება უკავშირდებოდეს:
ჰიგიენური პირობების გაუარესებას,
დაგვიანებულ მიმართვებს და თვითმკურნალობას.🏣
გაზიარება1025

დაკავშირებული -პოსტები

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 22, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   საშუალება არ მისცეთ მოზღვავებულ ემოციებს, არასწორი ნაბიჯი გადაგადგმევინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა თუ რაიმე სასიკეთოს გააკეთებთ, არამედ, შესაძლოა ისიც დაკარგოთ, რასაც უფრთხილდებით.   კურო   შესაძლოა, დღეს სიტუაცია ისე...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გეკა გელაძე უხელმძღვანელებს

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
შს მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძეს გეკა გელაძე შეცვლის.   ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისივე თქმით, გეკა გელაძის კანდიდატურა პარლამენტს...

დაწვრილებითDetails

სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილმა...

დაწვრილებითDetails

14 წლის წინ, დღევანდელ დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა მოხდა, დაფუძნდა პოლიტიკური გაერთიანება – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-კობახიძე

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

14 წლის წინ, დღევანდელ დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა მოხდა, დაფუძნდა პოლიტიკური გაერთიანება - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს. როგორც კობახიძე...

დაწვრილებითDetails

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე – online.naec.ge – 6 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 22 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6938 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6938 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6931 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 786 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.47%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ – 21 აპრილს მიცვალებულთა ხსენების დღეა

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
რა უნდა გააკეთოთ შობის დღესასწაულზე, ოჯახში კეთილდღეობა რომ დაგებედოთ
მთავარი

დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში დიდი პანაშვიდი გადაიხადა. ლოცვა მიცვალებულთათვის სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიჰმადლე უფალო, სულთა მიცვალებულთა, მონათა...

დაწვრილებითDetails

სასაზღვრო პოლიციამ 3 პირი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავა

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
სასაზღვრო პოლიციამ 3 პირი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 3 პირი, 1987 წელს დაბადებული ფ.დ., 1970 წელს დაბადებული...

დაწვრილებითDetails

სპეციალური ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროში

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
სპეციალური ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროში
მთავარი

ამ წუთებში, სპეციალური ბრიფინგი იმართება ჯანდაცვის სამინისტროში, რომელსაც მიხეილ სარჯველაძე მართავს.  

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"