ბათუმში, გმირთა ხეივნის ტერიტორიაზე, შარტავას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას “აჭარათაიმსი” ავრცელებს.
შემთხვევა გუშინ მოხდა, ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს










