ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ექიმ ესტატე ჩხენკელის მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
როგორც ლადო ჯურხაძემ აღნიშნა, ესტატე ჩხენკელი გამორჩეული მამულიშვილი იყო და მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებდა თავის საქმეს.
„ხონს განსაკუთრებული წარსული და ისტორია აქვს, რომელიც წარმატებულმა ხონელებმა შექმნეს. მათ შორის გამორჩეული მამულიშვილი, დამსახურებული პიროვნება და სახალხო ექიმი იყო ესტატე ჩხენკელი. 21 წლის ასაკიდან, სათანადო განათლებითა და მაღალი პასუხისმგებლობით, ის აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ემსახურებოდა თანამოქალაქეებს. მადლობას ვუხდი მის შთამომავლებს, ქალბატონ ნანასა და მაგდას, რომლებიც ძალიან ბევრ კეთილ საქმეს აკეთებენ ხონში, უფრთხილდებიან ესტატეს სახელსა და ღირსეულად მიაბიჯებენ მის ნაკვალევზე“, – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
მერმა ღონისძიების ორგანიზატორებს, საზოგადოება „ხონელის“ წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ექიმები და სხვა დაინტერესებული მოქალაქეები.
ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს
რამდენიმე საათის წინ, ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც "პირველები" წერს, საქმეში ფიგურირებს იარაღი - ქალს ტყვია აქვს ნასროლი. არსებული ცნობით, 50 წლამდე ქალი დილით...










