LIVE TV
ხუთშაბათი, ოქტომბერი 30, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უცხოელმა ვიზიტორებმა ექვს მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს- საქსტატი

დაპოსტა 2025/10/30-ში
9
ნახვა
გაზიარება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.0 მილიონი შემოსვლა, რაც 6.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 40.7 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.5 მილიონი შეადგინა, რაც 6.8 პროცენტით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წლის მესამე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.2 მილიონს მიაღწია, რაც 7.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 2.0 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 9.0 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 80.8 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 15.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.8 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2025 წლის მესამე კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 567.1 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 26.1 პროცენტს შეადგენდა. მეორე ადგილზე იყო თურქეთი 16.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 11.8%-იანი წილით.

ვიზიტორების უმრავლესობა – 45.4 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების მთლიანი რაოდენობის 48.2 პროცენტს შეადგენდა.

2025 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი – 58.7 პროცენტი განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

საქსტატის ინფორმაციით, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 1 306.3 ათასი და 1 274.4 ათასი ვიზიტი.

2025 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.3 ღამე შეადგინა, რაც 2024 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.2 ღამე) 2.1 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 73.3 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 6.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 8.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 1.7 პროცენტით გაიზარდა და 2 467.5 ლარი შეადგინა.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვის აქვს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება

ოქტომბერი 30, 2025
22
მთავარი

მოქმედი კანონმდებლობით, არანაირი ცვლილება, დასაბეგრი ქონების წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ადმინისტრირების ნაწილში არ განხორციელებულა, შესაბამისად მეწარმე სუბიექტები/ფიზიკური პირები ვალდებული არიან წარდგენილ დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანონ გასული საგადასახადო წლის მიხედვით,...

დაწვრილებითDetails

“5 წელში აღირიცხა ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა, სადაც 221 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

ოქტომბერი 30, 2025
27
მთავარი

ბოლო 5 წლის განმავლობაში, აღირიცხა ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა, სადაც 221 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის, 38 მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, 40 დეპუტატი, 17 მოსამართლე და 67 მუნიციპალური მაღალჩინოსანი -...

დაწვრილებითDetails

ამბიონი წამართვეს, ამიერიდან ჩემი ამბიონი იქნება რუსთაველის გამზირი -არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

ოქტომბერი 30, 2025
5
მთავარი

ამბიონი წამართვეს, ამიერიდან ჩემი ამბიონი იქნება რუსთაველის გამზირი. ყოველდღე - ბოლომდე, - ამის შესახებ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათზე წმინდა სპირიდონის პარაკლისს ვიხდიდი ქვემო ბეთლემში, მაგრამ...

დაწვრილებითDetails

“მთავარ თემას ლოცვიდან: „გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან და გვაცილე უბედურება“, აგრესიულად დაუპირისპირდა ეს სასულიერო პირი”- გია ვოლსკი დოროთე ყურაშვილზე

ოქტომბერი 30, 2025
21
მთავარი

არ დავიჯერე და მგონია, რომ ხელოვნური ინტელექტის შექმნილია, რასაც ვუყურებთ - „გვიხსენ ჩვენ განსაცდელისგან“ ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია, რომელსაც ნებისმიერი სასულიერო პირი უნდა ემსახურებოდეს. „შექმენი განსაცდელი ქვეყნისთვის“ - ეს არ არის ის...

დაწვრილებითDetails

“ვიცი, რომ მამა ანდრიას ბევრად მეტი, ეკლესიიდან გაშვება და განკვეთა უნდოდა, მადლობა უწმინდესს” – დოროთე ყურაშვილი

ოქტომბერი 30, 2025
26
მთავარი

ნამდვილად მოულოდნელი იყო გადაწყვეტილება, რადგან ვიცი, რომ მამა ანდრიას ბევრად უფრო მეტი უნდოდა. უნდოდა საერთოდ ეკლესიიდან გაშვება და განკვეთა, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა მამა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საპატრიარქოს ეპარქიული...

დაწვრილებითDetails

“გიორგი გახარიას პარტიამ თავს უშველა იმით, რომ პარლამენტში შემოვიდა” – შალვა პაპუაშვილი

ოქტომბერი 30, 2025
17
მთავარი

გიორგი გახარიას პარტიამ თავს უშველა იმით, რომ პარლამენტში შემოვიდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ განაცხადა. პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ ვერ მოხვდა მათ სარჩელში პარტია...

დაწვრილებითDetails

“კაცმა სახლიდან სანადირო თოფი აიღო და ორ ადამიანს ესროლა” – სასტიკი ანგარიშსწორება

ოქტომბერი 30, 2025
775
მთავარი

სამართალდამაცვებმა კახეთში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 43 წლის მამაკაცი დაკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელეულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სანადირო თოფიდან გასროლით, შურისძიების მოტივით, ორ ადამიანს...

დაწვრილებითDetails

პირი, რომელმაც საპროტესტო აქციის მსვლელობისას, ავტომობილით რამდენჯერმე სახიფათო მანევრი შეასრულა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია გადაყვანილი

ოქტომბერი 30, 2025
97
მთავარი

პირი, რომელმაც გუშინ, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მე-10 საჯარო სკოლასთან საპროტესტო აქციის მსვლელობისას, ავტომობილით რამდენჯერმე სახიფათო მანევრი შეასრულა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია გადაყვანილი. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი. ის კლინიკაში მკურნალობას გაივლის. ცნობისთვის, ფაქტის...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ ელდარ კურტანიძე პატიმრობაში დატოვა

ოქტომბერი 29, 2025
126
მთავარი

ბათუმის სასამართლომ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ელდარ კურტანიძე პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე, ლევან ყოლბაიამ მიიღო. როგორც ყოფილი დეპუტატის ადვოკატმა ივანე მეფარიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე პროკურატურის მტკიცებულებებიდან...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ოქტომბერი 29, 2025
1k
მთავარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 ოქტომბერს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».