სამეგრელოში, 70 წელს გადაცილებული მამაკაცი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. მამაკაცის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ცოტა ხნის წინ დასრულდა.
“კურიერის” ინფორმაციით მამაკაცს დანაშაულში საკუთარი მეზობელი 15 წლამდე გოგონა ამხელს. გამოძიება სს კოდექსის 141-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.









