ტრაგედია პოლონეთში – ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან ერთ-ერთი 29 წლის ახალგაზრდა წარმოშობით დედოფლისწყაროდან არის. მეორე გარდაცვლილი 35 წლის ხვიჩა ჩაფიჩაძეა.
ნათესავების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა.
უბედური შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. პოლონური მედიის ცნობით, ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავარდა, ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგაც საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ვოლვოს მარკის ჯიპს შეეჯახა. ორივე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ისინი ამჟამად პოლონეთში საქართველოს საკონსულოსთან ერთად, გარდაცვლილების გადმოსვენების საკითხის მოგვარებას ცდილობენ.
ოფიციალური მონაცემებით, პოლონეთის სამართალდამცავი უწყებები შემთხვევის გარემოებებს იკვლევენ.










