LIVE TV
ხუთშაბათი, ოქტომბერი 30, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

„ძლიერი საქართველო-ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს

დაპოსტა 2025/10/27-ში
10
ნახვა
გაზიარება

„ძლიერი საქართველო-ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს და „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საკონსტიტუციო სარჩელი კონსტიტუციონალისტთა ჯგუფთან ერთად მომზადდა, რომლებიც პროცესშიც იქნებიან ჩართულები.

მათივე ცნობით, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე, სარჩელს სასამართლოში 15:00 საათისთვის შეიტანს.

„ძლიერი საქართველო-ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომ სარჩელით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართავს, რადგან თვლის, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა „ოცნების“ რეჟიმის მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია და აღნიშნული რეპრესიული ცვლილებების მიღება ქვეყანაში მნიშვნელოვან დემოკრატიულ რღვევას იწვევს, რაც დიქტატურას ამყარებს. „ძლიერი საქართველო-ლელოს“ განცხადებით, სრულიად აბსურდული და ანტიკონსტიტუციურია კანონის ის მოთხოვნა, რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვას ისახავს მიზნად, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე ნორმას, მათ შორის 23-ე, 25-ე, 31-ე და მე-60 მუხლებს და საერთაშორისო ნორმებს.

გარდა ამისა, პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის აკრძალვა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს, ისევე, როგორც გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლს, აგრეთვე ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის 7.6 პარაგრაფს, რომლის მიხედვითაც ეუთოს წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, დაიცვან ინდივიდების უფლება – თავისუფლად შექმნან პოლიტიკური პარტიები და განახორციელონ პარტიული საქმიანობა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვის აქვს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება

ოქტომბერი 30, 2025
14
მთავარი

მოქმედი კანონმდებლობით, არანაირი ცვლილება, დასაბეგრი ქონების წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ადმინისტრირების ნაწილში არ განხორციელებულა, შესაბამისად მეწარმე სუბიექტები/ფიზიკური პირები ვალდებული არიან წარდგენილ დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანონ გასული საგადასახადო წლის მიხედვით,...

დაწვრილებითDetails

“5 წელში აღირიცხა ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა, სადაც 221 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს” – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“

ოქტომბერი 30, 2025
27
მთავარი

ბოლო 5 წლის განმავლობაში, აღირიცხა ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა, სადაც 221 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის, 38 მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, 40 დეპუტატი, 17 მოსამართლე და 67 მუნიციპალური მაღალჩინოსანი -...

დაწვრილებითDetails

ამბიონი წამართვეს, ამიერიდან ჩემი ამბიონი იქნება რუსთაველის გამზირი -არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

ოქტომბერი 30, 2025
4
მთავარი

ამბიონი წამართვეს, ამიერიდან ჩემი ამბიონი იქნება რუსთაველის გამზირი. ყოველდღე - ბოლომდე, - ამის შესახებ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათზე წმინდა სპირიდონის პარაკლისს ვიხდიდი ქვემო ბეთლემში, მაგრამ...

დაწვრილებითDetails

“მთავარ თემას ლოცვიდან: „გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან და გვაცილე უბედურება“, აგრესიულად დაუპირისპირდა ეს სასულიერო პირი”- გია ვოლსკი დოროთე ყურაშვილზე

ოქტომბერი 30, 2025
20
მთავარი

არ დავიჯერე და მგონია, რომ ხელოვნური ინტელექტის შექმნილია, რასაც ვუყურებთ - „გვიხსენ ჩვენ განსაცდელისგან“ ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია, რომელსაც ნებისმიერი სასულიერო პირი უნდა ემსახურებოდეს. „შექმენი განსაცდელი ქვეყნისთვის“ - ეს არ არის ის...

დაწვრილებითDetails

“ვიცი, რომ მამა ანდრიას ბევრად მეტი, ეკლესიიდან გაშვება და განკვეთა უნდოდა, მადლობა უწმინდესს” – დოროთე ყურაშვილი

ოქტომბერი 30, 2025
25
მთავარი

ნამდვილად მოულოდნელი იყო გადაწყვეტილება, რადგან ვიცი, რომ მამა ანდრიას ბევრად უფრო მეტი უნდოდა. უნდოდა საერთოდ ეკლესიიდან გაშვება და განკვეთა, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა მამა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საპატრიარქოს ეპარქიული...

დაწვრილებითDetails

“გიორგი გახარიას პარტიამ თავს უშველა იმით, რომ პარლამენტში შემოვიდა” – შალვა პაპუაშვილი

ოქტომბერი 30, 2025
17
მთავარი

გიორგი გახარიას პარტიამ თავს უშველა იმით, რომ პარლამენტში შემოვიდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ განაცხადა. პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ ვერ მოხვდა მათ სარჩელში პარტია...

დაწვრილებითDetails

“კაცმა სახლიდან სანადირო თოფი აიღო და ორ ადამიანს ესროლა” – სასტიკი ანგარიშსწორება

ოქტომბერი 30, 2025
763
მთავარი

სამართალდამაცვებმა კახეთში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 43 წლის მამაკაცი დაკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელეულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სანადირო თოფიდან გასროლით, შურისძიების მოტივით, ორ ადამიანს...

დაწვრილებითDetails

პირი, რომელმაც საპროტესტო აქციის მსვლელობისას, ავტომობილით რამდენჯერმე სახიფათო მანევრი შეასრულა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია გადაყვანილი

ოქტომბერი 30, 2025
91
მთავარი

პირი, რომელმაც გუშინ, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მე-10 საჯარო სკოლასთან საპროტესტო აქციის მსვლელობისას, ავტომობილით რამდენჯერმე სახიფათო მანევრი შეასრულა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია გადაყვანილი. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი. ის კლინიკაში მკურნალობას გაივლის. ცნობისთვის, ფაქტის...

დაწვრილებითDetails

2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უცხოელმა ვიზიტორებმა ექვს მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს- საქსტატი

ოქტომბერი 30, 2025
9
მთავარი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.0 მილიონი შემოსვლა, რაც 6.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 40.7...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ ელდარ კურტანიძე პატიმრობაში დატოვა

ოქტომბერი 29, 2025
125
მთავარი

ბათუმის სასამართლომ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ელდარ კურტანიძე პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე, ლევან ყოლბაიამ მიიღო. როგორც ყოფილი დეპუტატის ადვოკატმა ივანე მეფარიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე პროკურატურის მტკიცებულებებიდან...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».