გელათის მონასტერში მხატვრობისა და ბათქაშის დაზიანება გრძელდება.
“ევროპა ჩვენი სახლიას” წარმომადგენლის თორნიკე ბარათაშვილის თქმით, ტაძრის შიდა კედლებზე კვლავ შეინიშნება მარილის ღრუბლები, რომლებიც ხარაჩოს ბარიერების მიუხედავად იატაკამდე აღწევს.
ამ ფონზე, კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ 110 000-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა გელათზე კლიპის გადაღებისთვის.
თორნიკე ბარათაშვილის თქმით, უწყება რეალური პრობლემების მოგვარების ნაცვლად პროპაგანდის შექმნითაა დაკავებული.
“მხატვრობის, ბათქაშის დეტალები, მარილის ღრუბლები ძალოვანი ხარაჩოს ბარიერების მიუხედავად იატაკამდე აღწევს… ამ ფონზე, თიკა რუხაძე 110 000-ლარიან ტენდერს აცხადებს კლიპის გადასაღებად, რომლის პროპაგანდისტულ არხებზე ხშირი ტრიალით, უნდათ საზოგადოებას დააჯერონ, რომ აქ ყველაფერი იდეალურად მიდის“, – წერს ბარათაშვილი.
გელათი ზამთარს კვლავ მძიმე პრობლემებით ხვდება.










