დღეს ცნობილი გახდა, რომ კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი, 26 წლის გიგა ავალიანი, რომელსაც არსებული ინფორმაციით, თბილისში, თემქაზე ჩაუსაფრდნენ, სცემეს და თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს.
მასწავლებელი კომაში იყო და ექიმები მის გადარჩენას გუშინდელ დღემდე ცდილობდნენ.
“გაავრცელეთ ეს ვიდეო და მოითხოვეთ დამნაშავეების დასჯა, სანამ თქვენს შვილებსაც მოკლავენ,”– ეს იყო დედის მთავარი სათქმელი, რომელმაც ვიდეო რამდენიმე საათის წინ გაავრცელა.
შვილი 16-17 წლის ბავშვებმა მომიკლეს, რომელიც ხვალ თქვენს შვილებსაც მოკლავენ, თუ ისინი არ დაიჭირეს. გიგა ჯგუფურად მომიკლეს. ერთს ტენინიან, რომ მარტივად გამოვიდნენ. გააზიარეთ ეს ვიდეო! შეცვალეთ კანონები. მკვლელები არიან არასრულწოვნები”- ისმის ვიდეოში.
დაუდასტურებელი ინფომაციით, სისხლიან დაპირისპირებაში 4 პირი იღებდა მონაწილეობას, ერთ-ერთი მათგანი კი ახალგაზრდა გოგოა.
როგორც “შაბათის ეთერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, მძიმე დანაშაულის ბრალდებით, ერთი პირი, 17 წლის ბიჭია დაკავებული. გარდაცვლილის ოჯახი დაპირისპირებაში მონაწულე ყველა პირის გამოვლენას და დასჯას ითხოვს.










