შემოდგომის მეორე თვე ზოდიაქოს მრავალი ნიშნისთვის საკმაოდ წარმატებული იქნება. 21 ოქტომბერს ახალი მთვარე ახალი დასაწყისისკენ გიბიძგებთ. ეს არის დრო, როდესაც ურთიერთობებში ახალ ეტაპზე უნდა იმუშაოთ. 2025 წლის ოქტომბრის ბოლო ბევრ ჩვენგანს აიძულებს, საკუთარ რეალურ სურვილებსა და მიზნებზე დაფიქრდეს, წარსულის გაკვეთილები გაიაზროს და გონივრული გადაწყვეტილებები მიიღოს. ეს პერიოდი განსაკუთრებით წარმატებული ზოდიაქოს 5 ნიშნისთვის იქნება:
ვერძი
თვის ბოლოსკენ ის საქმეებიც კი, რომლებიც ისე არ წავიდა, როგორც გსურდათ, გამოსწორდება. თქვენი მმართველი პლანეტის, მარსის გავლენით, კარიერაში განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი გელოდებათ. პრობლემის გადასაჭრელად და ახალი პროექტების დასაწყებად დიდი ენერგია და მოტივაცია გექნებათ, რაც აღიარებასა და ფულად ბონუსს აუცილებლად მოგიტანთ.
პირად ცხოვრებაში ახალი ადამიანები გამოჩნდებიან. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, ეს პერიოდი გაძლევთ შესაძლებლობას, თქვენი ურთიერთობა უფრო საინტერესო და ჰარმონიული გახდეს. იზრუნეთ თვითგანვითარებაზე. მუშაობის პარალელურად, მედიტაციას, დასვენებას დრო დაუთმეთ და დასახულ მიზნებს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევით.
ტყუპები
ოქტომბრის ბოლოს ყველა იმ წამოწყებაში, რომლებიც ადრე განსაკუთრებით გერთულებოდათ, წარმატებას მიაღწევთ. პლანეტა მერკურის გავლენით, მომატებულ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ, რაც დაგეხმარებათ, ყველაზე ამბიციური გეგმების განხორციელებაც კი დაიწყოთ. თქვენი კრეატიულობა და შემოქმედებითი აზროვნება სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ. დიდი შანსია, რომ სამსახურსა და საქმიან ურთიერთობებში აღიარება მოიპოვოთ და მომგებიან პროექტებში ჩაერთოთ.
წარმატებები გელით ურთიერთობებშიც. ეს განსაკუთრებით მარტოხელა ტყუპებს ეხება. შესაძლოა, კრეატიულ გარემოში, თეატრში, კონცერტზე, მუზეუმში, გამოფენაზე საინტერესო ადამიანი გაიცნოთ და მასთან კომუნიკაცია მოგეწონოთ. ასევე, გაქვთ შანსი, რომ ძველი ჰობი კვლავ ,,გააცოცხლოთ”, სიამოვნება მიიღოთ და ახალ თავგადასავლებში ჩაერთოთ.
სასწორი
ოქტომბრის ბოლოს სასწორის სეზონი მთავრდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წარმატებული ეტაპიც იწურება. დროა, სამსახურში დაწინაურება სერიოზულად განიხილოთ. გექნებათ შანსი, თქვენი უნარები და შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინოთ და ახალი შეთავაზებებიც მიიღოთ.
ოქტომბრის ბოლოს თქვენი თავდაჯერებულობა გაიზრდება, რაც ყველა საქმეში, მათ შორის, პირად ცხოვრებაშიც დაგეხმარებათ. შესაძლოა, თქვენთვის საინტერესო ადამიანს შეხვდეთ, სასიამოვნო კომუნიკაცია კი რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, შეიძლება უფრო გულწრფელი თვითგამოხატვის სურვილი გაგიჩნდეთ. გარდა ამისა, ეს იმიჯის ტრანსფორმაციისა და ექსპერიმენტებისათვის საუკეთესო დროა. გაბედეთ იმის გაკეთება, რაც დიდი ხანია, მთელი გულით გინდათ.
მორიელი
ოქტომბრის ბოლო მორიელის სეზონის დასაწყისია. მზე თქვენს ნიშანში გადადის და ძალიან დიდ ენერგიას განიჭებთ. თქვენი ლიდერული თვისებები, გამჭრიახობა, შეუპოვრობა და თვითკონტროლი კიდევ ერთხელ მიიპყრობს ყურადღებას და სამსახურში დაწინაურების შესაძლებლობას მოგცემთ.
მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულის პლანეტა, ვენერა, თქვენს ნიშანში 17 ოქტომბრამდე რჩება, თვის ბოლომდე ურთიერთობებში ახალი რომანტიკული პერიოდი გელოდებათ. მარტოხელა მორიელები საინტერესო თანამგზავრის პოვნას შეძლებენ. გარდა ამისა, თვის ბოლოსკენ მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრები გელოდებათ. თუმცა, დასვენებისათვის დროის დათმობა ნუ დაგავიწყდებათ.
თევზები
თევზებისთვის ოქტომბერი თვითანალიზისა და პიროვნული ზრდის დროა. განსაკუთრებულ წარმატებას კარიერაში მიაღწევთ. თქვენი ძალისხმევა საბოლოოდ დაფასდება და შესამჩნევი გახდება, რაც არა მხოლოდ ფულად ჯილდოს, არამედ შესაძლო დაწინაურებასაც გამოიწვევს.
არანაკლებ წარმატებას უნდა ელოდოთ სასიყვარულო ცხოვრებაში. სერიოზული საუბრებისთვის მზად იქნებით, რაც თქვენს ურთიერთობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს. ზოდიაქოს ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ საუკეთესო მეგობარი იპოვოს. მთვარე თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ამიტომ, შესანიშნავი პერიოდია იმისათვის, რომ დრო საკუთარი რეალური სურვილების აღმოჩენასა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას დაუთმოთ. შესაძლოა, ახალი საქმე დაიწყოთ ან ჰობი გაააქტიუროთ და დიდ წარმატებას მიაღწიოთ.