LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

უდიდეს საფრთხესაც შეიცავს-ილია II

დაპოსტა 2025/10/08-ში
A A
39
ნახვა
გაზიარება

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მისასალმებელი სიტყვა ჟურნალ “თეოლოგიის“ 100 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ II საერთაშორისო კონფერენციაზე

(თესალონიკი, 29 სექტემბერი – 1 ოქტომბერი, 2025წ.)

თქვენო უნეტარესობავ, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსო იერონიმე,

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების პირველიერარქნო და წარმომადგენელნო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანო მღვდელნო, აკადემიური წრეების პატივცემულნო წარმომადგენელნო, ქალბატონებო და ბატონებო.

ყველას გულითადად მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და თქვენთან ერთად ვიზიარებ დღევანდელი დღის სიხარულს, – საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სამეცნიერო-საღვთისმეტყველო ჟურნალ “თეოლოგიის” 100 წლისთავს და ამასთან დაკავშირებით მიძღვნილ II საერთაშორისო სამეცნიერო-საღვთისმეტყველო კონფერენციას.

ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საბერძნეთის ეკლესიისათვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის, რადგან აღნიშნული ჟურნალი საუკუნის მანძილზე ერთ-ერთ უმთავრეს და ავტორიტეტულ საგანმანათლებლო და საღვთისმეტყველო გამოცემას წარმოადგენს.

მოხარულნი ვართ, რომ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იმართება სამეცნიერო კონფერენცია მეტად საინტერესო და აქტუალურ თემაზე: “მართლმადიდებლური თეოლოგია და ტექნოლოგიის ონტოლოგია: ანთროპოლოგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული შედეგები”.

მოგეხსენებათ, გლობალური საკომუნიკაციო ქსელებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით შეიქმნა ვითარება, რომელიც ჩვენი დროის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა.

ადამიანებს მიეცათ ურთიერთობისა და ინფორმაციის გაცვლის უსაზღვრო შესაძლებლობა, დისტანციური სწავლების, კვლევების ჩატარების, სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური დახმარების ახალი საშუალებები… ტექნოლოგიების გამოყენებამ უპრეცედენტოდ დააჩქარა ინფორმაციის დაგროვება-დამუშავება და თითოეული ჩვენგანისათვის ადვილად ხელმისაწვდომი გახადა საუკუნეთა მანძილზე კაცობრიობაში დაგროვილი ცოდნა.

მაგრამ, სიკეთესთან ერთად, ხელოვნური ინტელექტი უდიდეს საფრთხესაც შეიცავს, რამაც მსოფლიოს შეიძლება უფსკრულისაკენ უბიძგოს და აქამდე უცნობ მძიმე ცოდვათა მსხვერპლი გახადოს. ამას საზოგადოება გრძნობს და უკვე ცდილობს დამცავი მექანიზმების შექმნას; თუმცა საკითხავია, რამდენად შეძლებს იგი სწორი ნაბიჯების გადადმას, ან რამდენად ეფექტური იქნება ეს ქმედებანი?

გვინდა აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი ცივილური სამყაროს ფორმირებაში მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი. გავიხსენოთ, თუ როგორ ხდებოდა ქრისტიანობის გავრცელება საუკენეების წინ. პირველად სწორედ ეკლესიის წიაღში შეიქმნა საგანმანათლებლო და სულიერი კერები, რომლებიც წარმოადგენდა იმდროინდელი ცოდნის შესაკრებელსა და სწორი ორიენტირის მიმცემს.

დღესაც ეკლესია უნდა დარჩეს ჭეშმარიტი განათლებისა და სწორი აღზრდის ცენტრად და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითაც უნდა განამტკიცოს ქრისტიანული ღირებულებები; მას, ასევე, აქვს ვალდებულება, მოზღვავებული ინფორმაციის გარემოში დაეხმაროს ადამიანებს კეთილისა და ბოროტის გარჩევაში, რათა მათ არ გადაუხვიონ სულიერი გზიდან და არ დაემონონ მხოლოდ მატერიალურ ღირებულებებს, პრაგმატიზმსა და ეგოიზმს.

მართლმადიდებლური სწავლება, დაფუძნებული საღვთო სიბრძნესა და გამოცხადებაზე, მეცნიერებასთან დიალოგითა და ტექნოლოგიების გონივრული გამოყენებით, უნდა იქცეს კაცობრიობისათვის სწორი და უსაფრთხო მომავლისა გზის მაჩვენებლად.

ჩვენს წინაშე დგას ეს უდიდესი, ურთულესი და, ამასთან, აუცილებლად გადასაჭრელი ამოცანა.

ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო კონფერენციის გამართვისათვის, ჩემი და საქართველოს ეკლესიის სახელით, გულწრფელ მადლობას ვუხდი მის უნეტარესობას, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოს იერონიმეს და საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდს; მადლიერებით ვლოცავთ ჟურნალ “თეოლოგიის“ დირექტორსა და მთავარ რედაქტორს, ბატონ ალექსანდრე კატსიარასს, მის ყველა თანამშრომელს, აგრეთვე, კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.

ვიმედოვნებთ, ეს ღირსშესანიშნავი შეხვედრა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტექნოლოგიების ონტოლოგიურ საკითხებთან მიმართებით ეკლესიის პოზიციის განმტკიცებასა და განსაზღვრაში, რათა ჭეშმარიტი სარწმუნოება კვლავაც იყოს მთავარი ორიენტირი ცხონების მაძიებელთათვის თანამედროვე სამყაროში, რათა ,”შეიცნონ ღვთისა და მამის, და ქრისტეს საიდუმლო, რომელშიც სიბრძნისა და ცოდნის ყოველგვარი საუნჯეა დაფარული“. (კოლ 2.2)

ქრისტესმიერი სიყვარულით, ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი” – წერია საპატრიარქოს გავრცელებულ მიმართვაში.

თეგები: ილიაილია II
გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება
მთავარი

ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.   ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარმა მასშტაბურმა წყალდიდობამ სახლები, გზები, ხიდები და ელექტროობიექტები გაანადგურა.   ნეპალის პოლიციის განცხადებით,...

დაწვრილებითDetails

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ავჭალის ხიდთან ნაპოვნი გარდაცვლილი გოგოს შესახებ

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”
მთავარი

ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდიდან 17 წლის მარიამ ლომიშვილის გადავარდნის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახს კითხვები აქვს.   როგორც ოჯახის ადვოკატმა, ნანა ფარჩუკაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადგინდება, რომ 17...

დაწვრილებითDetails

ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა – კაცი ადგილზე დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა - ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დასუფთავების მანქანა უკუსვლით მოძრაობდა, რა დროსაც...

დაწვრილებითDetails

თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ
მთავარი

თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, უმოდ სოფიევი ცურვისას ზღვაში 23 აგვისტოს გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

ქალი მაღაზიაში უგონოდ დაეცა – ექიმებმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინეს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ქალი მაღაზიაში უგონოდ დაეცა – ექიმებმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინეს
მთავარი

გორის რაიონის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით უგონო მიიღო, ერთ ერთი მაღაზიიდან დახმარებას ითხოვდნენ, ბრიგადა ადგილზე 3 წუთში მივიდა. თვითმხილველების გადმოცემით 64 წლამდე ქალბატონი დახლთან მივიდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და...

დაწვრილებითDetails

“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”
მთავარი

გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო, მარი ჩემი რძლის, ანას დაა!! 25 აგვისტოს, სახლიდან სასეირნოდ გასული ბავშვი, სახლთან ახლოს მდებარე ხიდიდან გადმოვარდაო.... გადმოვარდნის სწორ ვერსიას, აუცილებლად დავადგენთ - წერს...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს 4 პირი, რომლებმაც თბილისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვა სცადეს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების...

დაწვრილებითDetails

ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია
მთავარი

პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U17) საქართველოს ნაკრების წევრმა, ლადო ძიმცეიშვილმა (85 კგ) წარმატებით იასპარეზა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 139 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. აკვრაში დაძლეული 175 კილოგრამით...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

გარდაბანი-რუსთავის გზაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ ბოტანიკას ტერიტორიაზე დედას და მის 6 წლის შვილს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას 24news.ge ავრცელებს.   ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დედა-შვილი გზის გადაკვეთას ცდილობდა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"