გურჯაანში ავარიას 19 წლის გიორგი არსენიშვილი ემსხვერპლა.
შემთხვევა სოფელ კაჭრეთში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა მოცურდა და ამობრუნდა.
შედეგად მძიმედ დაშავდა ახალგაზრდა, რომელიც ავტომობილს მართავდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.