ცოტა ხნის წინ “ევროვიზიაზე” საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერის – Take Me As I Am ვიდეოს პრეზენტაცია შედგა. სიმღერისა და ტექსტის ავტორი თავად თორნიკეა.
“ევროვიზიის” 65-ე კონკურსი 12, 14 და 16 მაისს როტერდამში გაიმართება. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე 14 მაისს წარდგება.









