სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით 24-25 სექტემბერს, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში დაგეგმილია „AIA JAZZ FEST“ – რომელიც პირველად გააერთიანებს ჯაზის გამორჩეულ ქართველ მუსიკოსებს ერთ სცენაზე. შესაბამისი გამარტივებული შესყიდვა მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაქვეყნა.
“აღნიშნული ღონისძიების განხორციელებისათვის საჭირო თანხის რაოდენობა შეადგენს 60 000 /სამოცი ათასი/ ლარს, რომელიც მიზანშეწონილია გამოიყოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის კულტურის ღონისძიებების პროგრამის ქვეპუნქტიდან „ჯაზ-ფესტივალი“”-ვკითხულობთ ბრძანებაში