LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვიღაცები მეტიჩრობით გამოხტებიან სხვადასხვა უწყებებიდან, წაიკითხონ, გაიაზრონ და შემდეგ იქნება პროტესტი მართალი თუ აღმოაჩენენ, რომ იქ სადმე წერია ევროკავშირზე უარის თქმა – მამუკა მდინარაძე

“საქართველოს ყველა მიმართულებით წარმატება აქვს”- მამუკა მდინარაძე

დაპოსტა 2025/08/18-ში
A A
18
ნახვა
გაზიარება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროკომისიამ, რომლის პრეზიდენტიც საქართველოს მიმართ უსამართლო კრიკიტიკით გამორჩეული ურსულა ფონ დერ ლაიენი, „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ ფარგლებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ყველა მიმართულებით წარმატება აქვს და მეტიც, „ზოგიერთი მიმართულებით ისტორიული მნიშვნელობის პროგრესიც დავაფიქსირეთ“.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ თანახმად, ინსტიტუციური სიძლიერით საქართველო ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს.

„ევროკომისიამ, რომლის პრეზიდენტიც გახლავთ საქართველოს მიმართ მწვავე და უსამართლო კრიკიტიკით გამორჩეული ქალბატონი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ ფარგლებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდექსი გამოაქვეყნა, მათ შორის: „კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის“, „ლიდერობისა და შორსმჭვრეტელობის“, „ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებისა“ და „მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის“ ინდექსები.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტის მიერაა მომზადებული და გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და მონაცემებს, ანუ ობიექტურ კრიტერიუმებს და ფაქტობრივ მონაცემებს ეყრდნობა.

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ თითოეული ამ ინდექსის მიხედვით, საქართველოს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით წარმატება აქვს და მეტიც, ზოგიერთი მიმართულებით ისტორიული მნიშვნელობის პროგრესიც დავაფიქსირეთ.

პირველ რიგში, მოდით, გავეცნოთ აღნიშნული კვლევის მონაცემებს, ხოლო შემდეგ, უკვე პოლიტიკურ შეფასებაზეც გადავიდეთ, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ მეტად არა.

  1. „ძლიერი ინსტიტუტების ინდექსით“ საქართველოს ხელისუფლებამ, შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით, ახალი ისტორიული მაქსიმუმი – 63% დაფიქსირა და მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა!

აღსანიშნავია, რომ ინსტიტუციური სიძლიერით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს: პორტუგალიას, ხორვატიას, საბერძნეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მალტას, კვიპროსს, ბულგარეთს, მონტენეგროს, რუმინეთს და თურქეთს.

  1. „მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის“ ინდექსით საქართველომ დააფიქსირა ახალი ისტორიული მაქსიმუმი მსოფლიოში 30-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა!

შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით, საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი – 63.2% მიიღო. რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს: პორტუგალიას, ჩეხეთს, კვიპროსს, ხორვატიას, უნგრეთს, სლოვენიას, ლატვიას, საბერძნეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ბულგარეთს, მონტენეგროს, რუმინეთს და თურქეთს.

  1. „ლიდერობის და შორსმჭვრეტელობის“ ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია.

ჩვენ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 52% მიიღო, მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში 17-ე პოზიცია დაიკავა.

ამ ინდექსით საქართველოს ხელისუფლება უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს: ისლანდიას, ჩეხეთს, ლატვიას, ესპანეთს, უნგრეთს, პორტუგალიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, მალტას, სლოვენიას, პოლონეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სლოვაკეთს, მონტენეგროს, კვიპროსს, ხორვატიას, რუმინეთს, ალბანეთს და თურქეთს.

  1. „კეთილსაიმედო კანონმდებლობის და პოლიტიკის“ ინდექსით საქართველოს ხელისუფლება ევროპის საუკეთესო ოცეულშია! საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 70% მიიღო, მსოფლიოში 26-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში 18-ე პოზიცია დაიკავა.

კანონმდებლობის და პოლიტიკის კეთილსაიმოდეობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 18 სახელმწიფოს: იტალიას, ლატვიას, პორტუგალიას, ესპანეთს, სლოვენიას, კვიპროსს, სლოვაკეთს, ბულგარეთს, მალტას, საბერძნეთს, პოლონეთს, რუმინეთს, ხორვატიას, ალბანეთს, უნგრეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს და თურქეთს.

რა თქმა უნდა, ყველა ხვდება, რომ ეს არის ძალიან დიდი წარმატება, წარმატება, რომელიც ეკუთვნის არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, არამედ, მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს.

ეს წარმატება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და დასაფასებელი იმ ფონზე, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და ქვეყანამ ამ წარმატებას ევრობიუროკრატიის აბსურდული ბრალდებებისა და კრიზისის ფონზე მიაღწია და თქვენ კარგად გახსოვთ შიდა ტურბულენტობები, რბილად რომ ვთქვათ“, – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

ნანგრევებში 7-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები არიან მოყოლილი – რას ამბობენ ადგილობრივები

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
ნანგრევებში 7-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები არიან მოყოლილი – რას ამბობენ ადგილობრივები
მთავარი

ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველები საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნანგრევებისგან ათავისუფლებენ. რამდენიმე წუთის წინ კი კორპუსის ნგრევის საფრთხის გამო მაშველებმა გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეაჩერეს. ადგილობრივების ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

“APEC-ის წევრი ქვეყნები ერთი გემით მცურავ მგზავრებს ჰგვანან” – სი ძინპინი

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
“APEC-ის წევრი ქვეყნები ერთი გემით მცურავ მგზავრებს ჰგვანან” – სი ძინპინი
მთავარი

APEC-ის წევრი ქვეყნები ერთი გემით მცურავ მგზავრებს ჰგვანან, წყნარი ოკეანის ტალღებში ნავიგაციისთვის, ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ და ერთმანეთზე ვიზრუნოთ, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC)...

დაწვრილებითDetails

“ის ჩემი მეგობარია” – დონალდ ტრამპი პუტინზე

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს მეგობარი უწოდა. “ვინ არის ის? ის ჩემი მეგობარია”, - განაცხადა ტრამპმა რუს კოლეგასთან შეხვედრაზე ოთახში შესვლისას. “სასიამოვნოა თქვენი ნახვა”, - მიმართა დონალდ...

დაწვრილებითDetails

დონალდ ტრამპმა და სი ძინპინმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
დონალდ ტრამპმა და სი ძინპინმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს
მთავარი

აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და სი ძინპინმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. „მე და პრეზიდენტ სი ძინპინს ერთმანეთთან შესანიშნავი პირადი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მართლაც...

დაწვრილებითDetails

დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს
მთავარი

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. “მრავალი წელია შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და ვფიქრობ,...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

19 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +18 და ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

ათენის ქართული ინსტიტუტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
ათენის ქართული ინსტიტუტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ათენის ქართული ინსტიტუტი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ათენის ქართული ინსტიტუტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ფილოლოგისა და თეატრმცოდნის, ქალბატონი ნინა ალექსიძის გარდაცვალების გამო. ნინა ალექსიძე ათენის ქართული ინსტიტუტის კულტურული...

დაწვრილებითDetails

“უდიდესი ტრაგედია და მოუშუშებელი ტკივილი…” – ავარიას 15 წლის მარიამ შატბერაშვილი ემსხვერპლა

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
“უდიდესი ტრაგედია და მოუშუშებელი ტკივილი…” – ავარიას 15 წლის მარიამ შატბერაშვილი ემსხვერპლა
მთავარი

ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე, სოფელ ქვიშხეთის მიმდებარედ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქ ავტომობილში ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. გარდაიცვალა  ბებია, ბაბუა და 15 წლის შვილიშვილი მარიამ შატბერაშვილი. უმცროს დას,...

დაწვრილებითDetails

ავარიას ბებია, ბაბუა და 15 წლის შვილიშვილი ემსხვერპლნენ

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ხაშური-ბორჯომის გზაზე, სოფელ ქვიშხეთთან მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ცნობილი ხდება, ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი ერთი ოჯახის წევრები დაიღუპნენ, რომელთა შორის ერთი არასრულწლოვანია. კიდევ ერთი დაშავებული სკოლის...

დაწვრილებითDetails

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
მთავარი

აფეთქება ქვემო ფონიჭალაში - „უსინათლოთა დასახლებაში“ ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ნანგრევებიდან 3 ადამიანი გამოიყვანეს - ისინი კლინიკაში გადაჰყავთ. გავრცელებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"